ხალხო, ჩემგან არ გესწავლებათ, არსებობს ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამი ქვების გაბნევისა (თუ გნებავთ სროლისა

)
დღეს საქართველო გადის ბეწვის ხიდზე და ამ ვითარებაში გვმართებს ყველანი ერთად დავდგეთ!
ეს ჭეშმარიტად არის ჟამი ქვების შეგროვებისა!
რამდენიც არ უნდა ავხტეთ და დავხტეთ და შევიძულოთ მიშა, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს რომ ავად თუ კარგად ჩვენმა პრეზიდენტმა აგვარიდა ის უდიდესი კატასტროფა რომელიც შეიძლება თავს დაგვტყდომოდა გავერანებული რუსის გაუგონარი აგრესიის ფონზე.
იყო შეცდომები, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი შეცდომები.
ისიც ფაქტია რომ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მიშა დღეს-დღეობით არის ერთადერთი,
ერთადერთი, ლიდერი რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატაროს და სამშვიდობოს გაიყვანოს! ეს თუ ასე არ არის, მაშინ გთხოვთ, მიპასუხეთ: ვინ არის სხვა ლიდერი? შეკითხვა მარტივია. პასუხი კი არ არსებული.
ნათელაშვილი? თუ რომელი ფსევდო ლიდერი, ის ხომ არა ახალი ალიანსი რომ გააფორმეს სულ ახლახან და ლიდერს ნიუ-იორკიდან რომ ელიან

ისიც მალე გაცხადდება რომ ალასანიას არავითარი სურვლი არ აქვს და არც არის მზად ესეოდენ რთულ ვითარებაში ამგვარი მძიმე ტვირთი ზიდოს.
დღეს დღეობით ასეა! მომავალი 5 წელი მაინც (შეიძლება მეტიც, ხალხი გადაწყვიტავს...) რომ მიშა სააკაშვილზე უკეთესი ხელმძღვანელი ამ ქვეყანას ვერ და არ ეყოლება.
ეს არის რეალობა! ამიტომ მოდი ნუ შევჭამთ ერთმანეთს, ისედაც ცოტანი ვართ და ნურავინ იტყვის, არავის გვილხინს, გავერთიანდეთ და ერთად, ერთობლივი ძალებით შევებრძოლოდ ქვეყნის პრობლემებს რათა ჩვენს შთამომავლობას უკეთესი საქართველო დავუტოვოთ!
ის უდიდესი გამოწვევები რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ის უდიდესი განსაცდელი რომელიც მთელი ტრაღიზმით თავს დაგვატყდა გადამთიელი მომხდურის მხირდან, ის გლობალური სოციალურ ეკონომიკური კატაკლიზმები რომლებიც ცივილიზებულ საზოგადოებას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ის უდიდესი ტკივილი რომელიც გათავისებული აქვს თითოეულ ჩვენგანს, ჩენი აფხაზეთის, ჩვენის სამაჩაბლოს სახით, მოითხოვს სრულიად სახალხო კონცენტრირებულ ძალისხმევას, რათა ქვეყანა არ ამოვარდეს ბუნებრივი განვითარების ციკლიდან და არ აღმოჩნდეს დაღმავალი სპირალის შეუქცევად ტრაექტორიაზე, რომლის შეტრიალებასაც შემდეგ ათწლეულები და თაობები დასჭირდება.
ძალა ერთობაშია!დღეს შექმნილი ვითარება არ გვაძლევს ამ ფუფუნების საფუძველს, რადგანაც ფასეულობათა აღრევის შედეგად შესაძლებელია გაუთავებელი სპეკულაციების, ორჭოფობისა და გაუტანლობის მორევში აღმოვჩნდეთ.
უკაცრავად პირდაპირობისთვის!
მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდირება ჩვენი პრეზიდენტის გარშემო - ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!