#23775374 · 1 Feb 2011, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაქვს ასეთი კაზუსი:
იურიდიულმა პირმა უნდა გაანადგუროს გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმები (დაზიანებული და შეცდომით შევსებული ბლანკები).
ვისაც მხედველობის პრობლემა არა აქვს, "მკაცრი აღრიცხვის შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლში შავით თეთრზე წაიკითხავს შემდეგ სენტენციას:
"მუხლი 11. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის ჩატარება 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს ეროვნული ბანკი. (15.12.2009. N2350 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)"
ახლა რა გავიგო აქედან, კანონი წინ მიდევს და ეს მუხლი მამისამართებს გაურკვეველი მიმართულებით. რას ნიშნავს პირველ პუნქტში "საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით"?
რომელი კანონი ან კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს ფორმების უტილიზაციის წესს? ძალიან მჭირდება და დამეხმარეთ, რა.
|