უცებ გავხსნი და მერე განვავრცობ
თენგიზ აბულაძე, ჩემთვის ნ1 ქართველი რეჟისორი
დაიბადა ქუთაისში - 1924წ. 31 იანვარს
გარდაიცვალა თბილისში - 1994წ. 6 მარტს

თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა მოვკოვში, ვგიკში სასწავლებლად, სადაც დაიწუნეს, არ გამოვა ამისგან რეჟისორიო

თუმცა უნივერსიტეტი მაინც დაამთავრა, რევაზ ჩხეიძესთან ერთად, რომელთან ერთადაც გადაიღო კიდევაც პირველი ფილმი -
მაგდანას ლურჯა
მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმი იყო
სხვისი შვილები
მიხო ბორაშვილი საიდან გააძრო ისე საინტერესოა

ამის შემდეგ ისევ ნაწარმოების ეკრანიზაციებზე გადავიდა, ჯერ დუმბაძის
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი გადაიღო

შემდეგ კი ვაჟა ფშაველას სხვადასხვა ნაწარმოებს მოუყარა ერთად თავი
ვედრებაშიეს უკვე მისი პიკი იყო, როგორც ხელოვანის. შენგელაიას ალავერდობა ჰო მაგარია და ეს ალავერდობაა კუბში

ისე აქაც გეიდარ ფალავანდიშვილი რომ თამაშობს

ჩემთვის ნ1 კინოა მთელ ჩვენს კინოისტორიაში, ჯერ ეს მოდის და მერე ყველა სხვა დანარჩენი
ნუ ვაჟას გარეშე გასაგებია რომ არ იქნებოდა ეს ფილმი, 50/50ზეა ამ 2 ადამიანის წვლილი
ამას მოყვა
სამკაული, ჩემი სატრფოსთვის, რომელიც დაღესტანური მოთხობის მიხედვით გადაიღო

კომედია აშკარად არ გამოდგა მისი ძლიერი მხარე

1976-ში გოგლა ლეონიძის თხოვნით
ნატვრის ხე გადაიღო.
აქაც ვედრებასავით ავტორის სხვადასხვა ნაწარმოები გააერთიანა, თავის სტილში

ამ ფილმიდან რაღაც პერიოდის შემდეგ უძიმეს ავარიაში მოყვა, მთელი სხეული დაუზიანდა და კაი ხანი ლოგნად იყო მიჯაჭვული
თავისებური სიმბოლიზმი ამაშიც დაინახა და გადაწყვიტა, რომ კიდევ უნდა გადაეღო რაღაც მნიშვნელოვანი, ალბათ ამიტომ გადავრჩიო

მონანიებას რა ამბებიც ახლდა თან აღარ განვავრცობ, ცალკე გადაღებას, ცალკე გამოსვლას, იუდა ინაური მის აკრძალვას და ფირის განადგურებასაც კი სთავაზობდა ედუარდ შევარდნაძეს თავის წერილში, რაღაც მომენტში ელოდებოდა რომ დაიჭერდნენ და მთელი დისიდენტური ლიტერატურა გადამალა სახლიდან
რახან წიგნებს შევეხეთ, მისი ოთახი

ბუნუელი, ანტონიონი, ტრიუფო, რაც გავარჩიე. ქვემოთ კიდე პერსონადან არის ფოტო, ბერგმანიც ყვარებია ე.ი.

მეგობრობდა ფელინისთან, რომელსაც პირველად მოსკოვის კინოფესტივალზე შეხვდა 60იანებში

მერე არაგვში წაუყვანია თურმე და ქართულად შეუბერეს ჯიგრებმა

ფელინის უკითხავს ჭიქას დაბლიდან რატომ მიჭახუნებ და ეს პატივისცემის ნიშანიაო, ჰოდა ადგა ეს ამხელა იტალიალი კინოს ღმერთი და დაწვა იატაკზე , დაწვნენ სხვებიც და ასე გააგრძელეს თურმე
ამით მოვრჩები, დანარჩენი მერე იყოს
იქამდე უცნობი ქალბატონი შემოვიდეს და თქვას რამე
This post has been edited by ratomac aRa on 3 Feb 2022, 17:43
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve
........................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ