
ტერმინი "Derby d'italia", წარმოიშვა 1967 წელს, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანი ბრერას მიერ. იმ დროს ეს ორი გუნდი იყო იტალიის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. ეს ორი გუნდი იმ დროისთვის არასდროს იყვნენ გავარდნილი სერია B-ში. ამ ორ გუნდს აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი სერია A-ში. პირველზე გოლებით იუვეა, ხოლო მეორე ინტერი. ამ ორ გუნდ მაშინაც და ეხლაც ჰყავთ ყველაზე მეტი გულშემატკივარი იტალიაში, აქედან გამომდინარე, ამ ორი გუნდის დაპირისპირებისას მთელი იტალია ორ ნაწილად იყოფოდა. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დერბია მსოფლიოში. ამ დერბის ეწოდა "Derby d'italia".
Derby d'italia ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით.. ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს შორისაც ყოველთვის იყო გარკვეული ინციდენტები, ასე მაგალითად 1998 წლის აპრილში იტალიის პარლამენტში მოხდა ჩხუბი, რის შედეგადაც 2 იტალიელ დებუტატს გარკვეული ჯარიმები დაენიშნათ, მათი ჩხუბის საბაბი კი წინა დღით გამართული იუვე-ინტერის მატჩი იყო, სადაც ინტერს 100% ჯარიმა არ დაუდეს, ამ დროს ინტერის ფეხბურთელები მსაჯისკენ ხელებს იშვერდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, პარალელურად კი იუვემ კონტრშეტევა წამოიწყო რომელიც საბოლოოდ იუვეს არასამართლიანი პენალტით დასრულდა, რამაც შემდგომში დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია..

მოვლენები უფრო გამწვავდა კალჩიოპოლის მოვლენების დროს, როდესაც იუვეს 2 მოგებული სკუდეტო ჩამოართვეს, რომელთაგანაც ერთი გააუქმეს და მეორე კი ინტერს გადასცეს, გარდა ამისა იუვე გააგდეს სერია ბ-ში რის შედეგადაც გუნდი თითქმის დაიშალა, გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი ინტერმა წყლის ფასად შეიძინა.
ინტერის კაბინეტში გაფორმებულ სკუდეტოს ბევრი უვენტინო აპროტესტებდა და დღესაც ეს ფაქტი მიუღებლად მიაჩნიათ..

.
შაბათს სან სიროზე გაიმართება მორიგი მატჩი..
იუვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ინტერს და მოგების შემთხვევაში გუნდები პირველ ადგილს გაიყოფენ..
ამ ორი გუნდის დაპირისპერების ფონზე ასევე აქტიურად მიდის დელ პიეროსა და იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებაზე ლაპარაკი. ორივე თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ალბათ გადამწყვეტ როლს ითამაშებენ შაბათს გასამართ მატჩში..

.

ეს სავარაუდი შემადგენლობა:

წავიდა პოსტვაააა..
This post has been edited by Coldplayin' on 18 Nov 2008, 01:25