რა ზღაპრების, უარესი რაღაცეები ხდება

ჯერ ხომ ძალიან შეზღუდულია ტურისტების ჩასვლა... საერთოდ ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, მაგრამ თუ მაინც ვთქვათ მოხვდი რაღაც მიზეზით, გიგეგმავენ ტურისტულ მარშრუტს და გატარებენ სპეციალურად ტურისტებისათვის მოწყობილ კვარტლებში, სადაც ყველაფერი კარგი და ლამაზია. ამასთან დაგყვება მუდამ უშიშროების თანამშრომლები. ოდნავ რომ გადაუხვიო, შეიძლება იმ ქუჩიდან 200 მეტრში, სადაც შენ გატარებენ ვიღაცა ქუჩაში ეგდოს და შიმშილით კვდებოდეს, ან თავის ბავშვს ჭამდეს...
მაგალითად 1996-98 წლებში იყო საშინელი შიმშილობა ჩრდ. კორეაში, რომლის დროსაც ძალიან გავრცელებული იყო კანიბალიზმი... (მერე ძაღლებს ჭამენო უკვირთ

)...
ასევე არის მეტროს სადგური, ჩაგიყვანენ და ყველა ვინც გხვდება იღიმის, სუფთა ტანსაცმელი აცვია, კარგი აღნაგობისაა და ლამაზი... სინამდვილეში რამდენიმე ასეული სპეციალურად შერჩეული მსახიობია, რომელიც წინ და უკან მოძრაობს სპეციალურად ამ ტურისტული მარშრუტის დროს...
და რა ვიცი
უამრავი ასეთი რამ...
სხვათა შორის რუსებს ქონდათ რტრ-ზე ძალიან კარგი სიუჟეტი გაკეთებული ამაზე... (რუსს რომ ტოტალიტარიზმი გაუკვირდება

)
საზოგადოება არის ზომბირების უმაღლეს სტადიაზე...
აბსოლუტურად მონა და პარტიის უპირობოდ ერთგული...
ერთეული პოლიტიკურად თავისუფლად მაოზროვნე ინდივიდები ისე ქრებიან, რომ რა პოლიტპატიმრობა, რის პოლიტპატიმრობა... ვინ აღირსებს პატიმრობას

30-იანი წლების საბჭოთა კავშირი არის სამოთხე და დემოკრატიის სავანე, იმასთან შედარებით რაც ჩრდ. კორეაში ხდება
This post has been edited by Allan-Poe on 3 Nov 2008, 16:20