#12022029 · 25 Dec 2008, 18:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი ყოველგვარი ცინიზმის, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, გულწრფელი შეკითხვა ყველას!
ახლა ავხსნი რას ვგულისხმობ. მაგალითად რუსები ამბობენ რომ ვემზადებოდით ომისთვის და რატომ გიკვირთ?- მაშინ იბადება კითხვა რატომ გიკვირთს რომ ჩვენ ვადანაშაულებთ რუსებს? მიშმაკაკები მიშას ყველა მოქმედებაზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ეკითხებიან - რატომ გიკვირთ? კი მარა მაშინ თქვენ რატომღა გიკვირთ? ოპოზიციონერები ოპოზიციის ყველა ქმედებაზე ხელისუფლებას ეკითხებიან რატომ გიკვირთ? ანალოგიურად ისმის შეკითხვა მაშინ თქვენ რატომღა გიკვირთ? ესეიგი კიდევ ერთი გულწრფელი კითხვა ირიბად რუსეთუმეებს (ირიბად იმიტომ რომ პირდაპირი რუსეთუმეები აბსოლუტურ უმცირესობაში არიან ფაქტია)- როცა რუსეთის მიერ საქართველოს აოხრებაზე სვამთ შეკითხვას თუ რატომ გკიკვირს, თქვენი დედაც *(&*(&(*&(* რაიყო გიკვირთ? ამქვეყანაში ბევრი რამ ხდება საკვირველი, ერთ ნაწილს უკვირს, მეორე ნაწილი კიდევ ლოგიკურად ეკითხება გაკვირვებულ პირველ ნაწილს - რატომ გიკვირთ? კიდევ ერთი უახლესი ფორუმის "ეწიუდი"... ალასანიაზე ატყდა აჟიოტაჟი...... ერთი ნაწილი აღფრთოვანდა, ალასანიაში მხსნელი დაინახა, მეორე ნაწილს გაუკვირდა, ეს ხალხი რამ გადარიაო, ხოდა იმ პირველმა ნაწილმა ისევ ლოგიკურად დაუსვა შეკითხვა: "რატომ გიკვირთ?", ხოდა მეორე ნაწილმა დაიწყო საუბარი დაახლოებით ასეთი შინაარსით: რა გაუკეთებია ალასანიას ასეთი რომ ასე აღტკინდით? ახლა მეორე ნაწილმა დაუწყო ღიზი-ღიზი იმ ნაწილს, პარალელები გაუვლეს მიშასთან და ა.შ. რაღაცეებიც წამოაძახეს, პირველი ნაწილი ეუბნება რატომ გიკვირთ? მეორე ნაწილი აბა თქვენ რატომ გიკვირთ?
ნუ ბოლოს და ბოლოს ჩვენი რეალობა დაემსგავსა შეკითხვას, რომელზედაც პასუხი თხრობითში არავის არა აქვს და ისევ კითხვითში პასუხობენ, რატომ გიკვირთ? აბა თქვენ რატომღა გიკვირთ?
--------------------
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს
|