მოკლედ მეგობრებო იმის თქმა მინდა რომ სამყარო რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ შესაძლოა იყოს მრავალგზის ნანახი სიზმარი ანუ მხოლოდ კომპიუტერული პროგრამა.
რას ვგულისხმობ?
მოგახსენებთ. წარმოიდგინეთ რომ შორეული მომავალია. პლანეტა საფრთხის ქვეშაა და კაცობრიობას გადარჩენის მიზნით სხვა პლანეტაზე გადაბარგება უხდება. შენდება დედამიწის ორბიტაზე ურაზმეროდ დიდი ხომალდი სადაც ადამიანები შედიან და კრიოგენული კამერების მეშვეობით ღრმა ძილში ეშვებიან. თეორიულად ეს შესაძლებელია - პლუს მძინარე ადამიანს ნაკლები ტერიტორია სჭირდება. და მაშ მილიონობით ადამიანი ამ ხომალდზე ღრმა ძილს მისცემია და საუკუნეებზე გაწელილი მოგზაურობის პირობებში ადამიანის ტვინმა რომ სიცოცხლისთვის მინიმალურად აუცილებელი დოზით იფუნქციონიროს ამისთვის, ხომალდის ყველა მგზავრი კომპიუტერულ პროგრამაზეა მიერთებული, რომელიც 20-21 საუკუნის პერიოდების ფაქტობრივ ეკრანიზირებას ახდენს და ადამიანებსაც დროის ამ მონაკვეთებში ვირტუალური ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ.
ტვინი მუშაობს რადგან ის კომპიუტერზეა მიერთებული და მუდმივი კინოს ყურების რეჟიმშია, შედეგად ნერვული სისტემის პროცესში ჩართულობის გამო განცდები და ემოციებიც რეალურობის აბსოლიტურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოკლედ რომ ვთქვა ეს ხომალდი რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ მივა პლანეტაზე რომელზეც ადამიანისთვის ცხოვრებაა შესაძლებელი მანამდე კი ყველა (თითქმის ყველა) კოსმოსური ხომალდის მგზავრი ღრმა კრიოგენულ ძილშია და ერთგვარი მატრიცის ქსელში ჩართული ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს.
გარდა ამისა ხომალდზე მუდმივი ზედამხედველობისა და მატრიცის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად რჩეულთა გუნდი, რომელიც ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში და პირიქით გადაადგილებას ახერხებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე პასუხი ეცემა დეჟავუს ელემენტს რომელიც ყველა ადამიანს აქვს განცდილი. თითქმის დღე არ გავა რომ ვინმემ სადმე არ განიცადოს განცდა თითქოს ცხოვრების ეს ეპიზოდი უკვე სადღაც უნახავს. ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანის ტვინს ერთი და იგივე "კინოს" გადამუშავება რამდენჯერმე უწევს და უკვე ნანახის ფრაგმენტებსაც იხსენებს.
ხომალდზე და მატრიცაზე ზედამხედველების ფუნქცია შესაძლოა იმ ორგანიზაციებს ჰქონდეთ რომელთა არსებობაც გასაიდუმლოებულია ან მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მასონები მაგალითად და კიდევ ათასი სხვა ორდენი თუ გილდია.
თქვენ რას ფიქრობთ?
თეორიულად ხომ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? და თუ არის მაშინ იქნებ ზუსტად, რომ სადღაც კოსმოსურ ხომალდზე ვიმყოფებით და გვძინავს, ჩვენს გარშემო სამყარო კი კომპიუტერული პროგრამაა მხოლოდ?
საინტერესოა რას იტყვით
იქნებ ეს სიგარეტიც და ეს ბოლიც პროგრამის მიერ პროეცირებული ვიზუალური ეფექტია?
დიახ
This post has been edited by asds-revolution on 19 Jan 2009, 15:12