gentooმოდი მე რას ვიზამ იცი ეხლა?...
ავიღებ და მთელი ამდენი რაღაცეები რო ვიკითხე ეხლა დავივიწყებ...
ვითომ არაფერი გითქვამს საერთოდ... :-)
დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცასთან უხეში საუბარი მოგივიდა და
მე შეგრჩი ხელში...

არაუშავს, ხდება ხოლმე, ჯობია ისევ ჩემთან გადმოანთხიო ბოღმა ვიდრე ვიღაცა
სხვასთან, მე ავიტან კაცო, ერთნი ვართ ბოლო-ბოლო...

მარა პრობლემა მაინც რჩება პრობლემად და როგორც ჩანს ვერ ავხსენი კარგად და ახლა
შევეცდები ახლიდან ვთქვა რა მინდა:
მოკლედ, aufs მოდული არის თითქმის იგივე რაც unionfs... მცირეოდენი განსხვავებებია მათ
შორის (ეხლა არ დამიწყო ვიცი ისედაც რას მიხსნიო...

ვინც არ იცის იმისათვის ვწერ)
ხოდა, ამ მოდული სორსები მოვქაჩე ყველა ჯიგრულად და დავიგდე ჩემს ერთერთ დირექტორიაში...
კომპილაცია გავუკეთე მოდულს (kernel-ის ძირითადი პაპკა უნდა მიუთითო იმიტომ, რომ იქიდან
ბევრ header ფაილს იძახებს) და ყველაფერი დამთავრდა შესანიშნავად... შედეგად მივიღე ის, რომ
ჩემს ამ დირექტორიაში მაქვს aufs.ko მოდული გამზადებული კერნელში ჩასასვამად...
პირველად insmod aufs.ko ვცადე, არ გამოვიდა (რაც დაწერა ის ზევით მაქვს მოყვანილი უკვე),
მერე ავიღე და ეს მოდული წავიღე მოდულების დირექტორიაში (წინასწარ შევქმენი დირექკტორია aufs)
და ჩავაგდე იქ... ეხლა მივეცი depmod -a რო მოდულები განეახლებინა და ესეც მოხდა... გავამზადე მოკლედ
modprobe-ისათვის... ეხლა გავტესტე და მივეცი modinfo aufs მაინტერესებდა გამოჩნდა თუ არა მოდული და
მართალიც ვიყავი, მოდულის შესახებ ინფოც ზევით მაქვს მოყვანილი..
ყველაფერი მზად იყო და მივეცი უკვე modprobe aufs და მივიღე ის ერორი, რომელიც ზევით მაქვს მოყვანილი..
ასევე ჩავიჭყიტე dmesg | tail -შიც და რაც იქ იყო საინტერესო ჩვენი შემთხვევისათვის ისიც დავაკოპირე აქ
და მიწერია ზევით... :-)
რას მირჩევ აბა ეხლა, როგორ მოვიქცე?...
დიდი მადლობა, რომ არ გეზარება და დახმარებას ცდილობ...
This post has been edited by xokaido on 23 Dec 2008, 04:04