ინტერვიუ "ნიუიორკ თამიმსში"
”მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ამ მთავრობას სამ თვეში დავანგრევდი,” განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თქვა მან. კითხვაზე როგორ, მისი პასუხი თითქმის დამცინავია, ”მე ვიცი როგორც, მაგრამ არ მინდა მათ ეს ვასწავლო.”
ბატონი სააკაშვილი ძალიან სწრაფად ფიქრობს, ლაპარაკობს და მოძრაობს. როდესაც ის გადაწყვეტს, რომ ღონისძიება დასრულდა, მისი დაცვა ხშირად გასაქცევად ემზადება, რომ შემდეგ მის დევნაში გული არ ამოიგდოს. მისი მადა ლეგენდარულია: 45 წუთიანი ფრენის დროს, მან 3 ჭიქა ჩაი, ერთი ჭიქა ღვინო და კონიაკი მოითხოვა, გამცილებელს კი უამრავი პრობლემა შეუქმნა იმის გამო, რომ თვითმფრინავში ყველი არ აღმოჩნდა.
მას ყველაფერი მალე სწყინდება. ფრენის დროს წასაკითხად წამოიღო პრიალა ჟურნალი, შერცხვენილი ფრანგი გენერლის, მარშალ ჰენრი ფილიპ პეტენის ბიოგრაფია; აეროპორტის სატვირთო ტერმინალის არქიტექურული პროექტი, რომლის მონახაზიც, მას შემდეგ რაც 20 განაცხადი ჩავარდა, თავად გააკეთა (”ამის აღიარებას ვერ ვიტან,” ამბობს ის);

და ქართული გაზეთი, რომელსაც თვალი გადაავლო და გვერდზე გადადო.
”ვერც ერთი ქართული გაზეთი ვერ მიტანს; რა მნიშვნელობა აქვს?”თქვა მან. ”თუკი ისეთს მომიძებნით რომელსაც მოვწონვარ, მთელ დღეს მის კითხვაში გვატარებ.”
”ყოველ საღამოს, როდესაც საკუთარ თავზე არ ვბრაზობ, ის დღე დაკარგული მაქვს,” - ამბობს იგი.
გასულ კვირას ის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პარლამენტის სასარგებლოდ პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავს. მისი თქმით ბოლო დროს მას სულ უფრო ნაკლებად მოსწონს დავით აღმაშენებლის მოდელი და სულ უფრო მეტად - ჯორჯ ვაშინგტონის, რომელსაც ”შეეძლო მეფე გამხდარიყო, მაგრამ სამეფო ძალაუფლებაზე უარის თქმა ამჯობინა და დემოკრატია შექმნა”.
”ამაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ,” - ამბობს ის. – ”ჯორჯ ვაშინგტონი”.
მიშა მაგადია რა...