ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის ტექსტი ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი
ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ქარტიის ტექსტი ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განუცხადა და მიზეზად ამერიკის მხარის თხოვნა დაასახელა.
მისივე თქმით, დოკუმენტის ტექსტი შეთანხმებულია და მასში გათვალისწინებულია როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ინტერესები.
დეპუტატი მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. ქარტიაზე ხელმოწერის გადადებას ისრაელში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ხელმოწერა 9 იანვარს აუცილებლად შედგება.
არსებული ინფორმაციით, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრტეგიული თანამშრომლობის ქარტიას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 9 იანვარს მოაწერენ ხელს.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=10160&hd_line=1ლიცემერი: უზერებო, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა , რომ ხელშეკრულებაში ბაზების განლაგებაზეც იყოს "ბაასი" ?
მე არ გამოვრიცხავ-თქვენ?
This post has been edited by licemer on 5 Jan 2009, 15:26
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.