Pacta sunt servanda - ეს მაღალფარდოვანი დიპლომატიური ტერმინი ნიშნავს: «ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს».
მსოფლიოში ომების შესამცირებლად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოკონფლიქტე მხარეებმა შეასრულონ მათ მიერ დადებული ხელშეკრულებების თითოეული პუნქტი.
აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხელი მოაწერეს ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას, საქართველოდან რუსული სატანკო დივიზიების გამოყვანის, საქართველოს ტერიტორიების, ფლოტისა და ავიაციის განადგურების შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირის თავმჯდომარე სარკოზი წარმოდგენილი იყო, როგორც სრულუფლებიანი საგანგებო მშვიდობისმყოფელი. მისი ენერგია და აზარტი, ერთდროულად მოსკოვსა და თბილისში ჩასვლის სურვილი ცხადყოფდა, რომ ის გულგრილად ვერ შეხედავდა რუსული ტანკების გაეროსა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში გრიალს. ანგელა მერკელიც ეწვია თბილისს, დეივიდ მილიბენდი კი კიევში ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის მიენიშნებინა, - შავიზღვისპირეთის ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დაშინება არ შეგრჩებათო.
დღეს რუსეთი შეიცვალა, რადგან ნავთობის გაიაფებამ შესაძლოა 2009 წელს მისი ეკონომიკის ნამატი გააცამტვეროს. ვლადიმირ პუტინს რუსეთის მართვა უადვილდებოდა იმის გამო, რომ ყველას - ოლიგარქებსა და საშუალო კლასის წარმომადგენლებს, გენერლებსა თუ პატრიარქებს ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე დაგროვებული ნავთობის სიმდიდრეებიდან თავისი წილის მიღების უფლებას აძლევდა. მაგრამ საერთო სახალხო ბედნიერება ახლა დასასრულს უახლოვდება და რუსეთი კვლავ ღატაკდება. ფულით ღარიბს, მაგრამ ბირთვული იარაღით მდიდარს ამოუწურავი შესაძლებლობები გააჩნია ევროატლანტიკური დემოკრატიებისთვის პრობლემების შესაქმნელად.
მაშინ, როცა ვაშინგტონი ომებს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ამჯობინებს, კრემლმა სარკოზის, ევროკავშირს და ეუთოს ახალი გამოწვევა ესროლა. მედვედევისა და სარკოზის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პუნქტს, სადაც ნათქვამია: «ეუთოს დამკვირვებელთა საერთაშორისო ჯგუფი თავისი მანდატის შესრულებას განაგრძობს» ისევე, როგორც ეს კონფლიქტის დაწყებამდე იყო. ახლა კი კრემლმა რეგიონიდან ამ მისიის გასვლის ბრძანება გასცა, რაც ხელშეკრულების აშკარა დარღვევაა. ეს 200-კაციანი მისია, ცხადია, ვერც რუსების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას შეაჩერებდა და ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ ის ცინიზმი, რომლითაც კრემლმა ეუთოს მისია განდევნა, ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს.
Pასტა ნონ სუნტ სერვანდა ანუ ხელშეკრულებების შეუსრულებლობა პუტინმა შესძინა 21-ე საუკუნის დიპლომატიურ ლექსიკონს. სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რუსეთმა იფიქრა, ეუთოს ყავლი გაუვიდა და აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის არსებობასო. ბევრისთვის ნათელი შეიქნა, რომ პუტინისეული კრემლისთვის ეუთო არის დემოკრატიაზე, არჩევნების, სიტყვის თავისუფლებაზე, «ცივი» და «ცხელი» კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადაგებული მოუსვენარი რელიქტი.
რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების პირობის დარღვევა პუტინის ახალი დიპლომატიის ნიშანია. ეუთო ამ სიტუაციაში ვერაფერს იღონებს. საინტერესოა, აღიმაღლებს თუ არა ხმას სარკოზი. ეს ხომ მისი ხელშეკრულება იყო, რომელსაც პატივი აჰყარეს. გამოთქვამს პარიზი პროტესტს, თუ პუტინი შესძლებს მორიგი ტრიუკის ჩატარებას ევროპის ქვეყნებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად და ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის დასაშორიშორებლად?
This post has been edited by Gio707 on 5 Jan 2009, 16:21
მიმაგრებული სურათი