უკლოუნესი მომენატრა
თაზოს ძალიან ძველი ლექსი

ვასკდები საკუთარ ნეკნებს
ვიბზარები
ნეტავ ნეკნები რამდენს გაუძლებს
ვიღლები
უფრო სწორედ დავიღალე
20 წლის ასაკში
მეგონა
რომ უფრო დიდხანს
და უფრო მეტს
უფრო მუდამ
და ავიტანდი სახეში გარტყმულ
ხელის სიმწარეს
შევცდი და მტკივა
საშინლად მტკივა დაღლილობა
ვერც კი მივხვდი იმას
თუ აქამდე როგორ მოვედი
ჩამიფრინა ყველაფერმა თვალწინ
როგორც ზედა სართულიდან გადმოგდებულმა
ნაგვით სავსე პარკმა
და ბრაგვანი მოადინა
იქნებ და აქიდან გრძელდება
თუ ჩერდება
მინდა რომ გაგრძელდეს
ან დაიწყოს
არ გაჩერდე
მე ავიტან
ავიტან
კიდევ ავიტან
მორიგ მისკდომას
საკუთარ ნეკნებზე
(ნეტავ სადამდე გამიძლებს???)
და
მ...
მ...
არ(ა)...
ხეს
საკუთარი მიზნებისთვის ჭრიან...

( ამ კლოუნის გამო მიუნხენის ყველა მაღაზია მოვიარე

ძალიან ეგოისტური საჩუქარი იყო ,თაზოზე მეტად მე გამიხარდა ,რომ ვაჩუქე

)
This post has been edited by zicke on 6 Jan 2009, 21:29