მე და ფრეია კლასელები ვიყავით
ფრეია ბეჯითი გოგო იყო და ნიჭიერი,
მე მასწავლებელს გააჩნდა
თუმცა,ნიჭიერი რომ იყო ეს მარტო მე ვიცოდი, კლასის 70 პროცენტს ბიჭები შეადგენდნენ და მათ ფრეია სკოლის ყველაზე სექსუალურ გოგონად აღიარეს! (ყველაზე სექსუალური ბიჭი პარალელურ კლასში სწავლობდა)
ჩვენი კლასი დღემდე ახსოვთ, როგორც უქნარების და უვარგისების და შესაბამისად, კლასის ბურჯები ვიყავით , ინტელექტ კლუბის დედები, ყოველთვის ვიღებდით სასკოლო შეჯიბრებში მონაწილეობას და აღსანიშნია, ვერც ერთხელ გავედით მეორე ტურში, თუმცა ძალიანაც არ შევრცვენილვართ
ფრეია ოლიმპიადებზეც საკუთარი ნებით გადიოდა და თემებს წერდა ათასგვარს, მე ძალით გავყავდი და მაინც არ გავდიოდი, ერთხელ გაიტანა რუსულის მასწავლებელმა თავისი და მეორე ტური აღარ შედგა, ეტყობა, აზრი არ ჰქონდა.
ერთხელაც ფრეიამ თავისი დაწერილი საოლიმპიადო თემა : "ჰუმანიზმი და რაღაცა" კლასს წაგვიკითხა
კლასის ყველაზე ნავაროჩეენნი ბიჭებში ვიჯექი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მაინც მოვუსმინოთ, რას იტყვისო.
უსმინეს, უსმინეს და
-ეს თავისი დაწერილია, ტო?
-ხო, ბიჭო
-ჩემიიი... გენიოსია
- ...............
-(დაფიქრებული-სევდიანი სახით) მალე მოკვდება
ხუთი წლის თავზე ფრეია ჯერაც ცოცხალია!
დაბადების დღე 23 მარტს და არ გამომაპაროთ!