#12185610 · 9 Jan 2009, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც მითქვამს და ისევ ვიმეორებ: საზოგადოების ჭკვიანმა შვილებმა უნდა შეადგინონ ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც ყველაფერი დაწვრილებით იქნება ჩამოთვლილი, შესასრულებელიც, მათი შესრულების ვადებიც და შესრულების საშუალებებიც. ასეთი გეგმა (რეფერენდუმზე დამტკიცებული თუ გვექნება), მაშინ შეგვეძლება ხელისუფლება ავირჩიოთ მხოლოდ ერთი ვადით და ისიც მხოლოდ ერთი წლით. (ვისაც კვლავ ენდომება ხელისუფლად ყოფნა, ის ერთ ვადას გამოტოვებს და კვლავ იყრის კენჭს. არჩევნები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული წესით. ეს გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე პოპულარულმა ლიდერმა "პარავოზივით" უკან გამოიბას, მომავალში მხოლოდ ხელის ამწევი, უვარგისი გუნდი, რომელთა ვინაობა ხალხმა არც კი იცის). თუ კი დამტკიცებული გეგმა გვექნება, ხელისუფლება ვეღარ იტყვის, რომ ამ მოკლე ვადაში ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ ვასწრებთო. ხელისუფლება იმუშავებს ესტაფეტის პრნიციპით. გეგმა არის, შენ მხოლოდ ერთი წლით უნდა ასრულო ის, რის შესრულებაც დროის მიხედვით გერგო. ეს საბოლოოდ გამორიცხავს პირად ინიციატივებს. ვეღარც ვერაფერში ვერ დავდებთ ბრალს ხელისუფლებას. გეგმა ჩვენ დავაკმტკიცეთ, ხელისუფლება მხოლოდ ასრულებს. დასკვნა: საქართველოს გადაარჩენს საზოგადოების მიერ შედგენილი ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა.
|