#12211070 · 11 Jan 2009, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამართლის განყოფილებაში კაციშვილი არაა და იქნებ ცოტახანი გაახაროთ ეს თემა აქ......
მოყვარულმა იურისტებმა და მოღადავე ფორუმელებმა თავი შეიკავეთ
მაშასადამე რა ხდება ახლა.... საგადასახადო ინსპექციიდან მომივიდა წერილი.... გავხსენი და ვნახე რომ ეს წერილი არის ბიძაჩემის სახელზე რომელიც 6 წლის გარდაცვლილია
ადრეც მომივიდა რაღაც წერილი რომ რაღაც დავალიანება ჰქონდა მაგრამ წარვადგინეთ გარდაცვალების მოწმობა და მშვიდად წამოვედით.....
ახლა კი მომდის ჩემთვის გაურკვეველი წერილი რომლის შინაარსიც შემდეგია:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-5 ნაწილსი საფუძველზე გევალებათ 5 დღის ვადაში წარმოადგინოთ ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისგან ეკუთვნის. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი განმარტების მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას მას დაეკისრება ამავე კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, "გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონების ნუსხის გონივრულ ვადაში წარუდგენლობა ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარადგინა, თუ ასეთი წარუდგენელი ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენილი ქონების ღირებულება აღემატება ქონების 5% - იწვევს დაჯარიმებას წარუდგენელი ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენილი ქონების ღირებულების 50 % ის რაოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო დავალიანების ორმაგი ოდენობისა
გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისგან ეკუთვნის.----- ანუ აქ რა ხდება ვერ გავიგე..... 1.გადასახადის გადამხდელი პირი არაა ცოცხალი და იასნა ვერ წარადგენს 2. ვინაა საგადასახადო აგენტი 3. სხვა ვალდებული პირი ვინააა????
და ის ფაქტი რომ ამ სამიდან ერთერთმა უნდა წარადგინოს 5 დღის ვადაში ქონების ნუსხა და იქვე აღნიშნული ის ქონება რომელიც სხვისგან ეკუთვნის ეს ვერ გავიგე????
ანუ ამ შემთხვევაში საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა უნდა წარადგინონ ბიძაჩემის ქონების ნუსხა და ის ქონებაც რომელიც სხვისგან ეკუთვნის????
"ის ქონება რომელიც სხვისგან ეკუთვნის" ამის ცნება ვერ გავიგე და იქნებ ამაშიც გამარკვიოთ
This post has been edited by ჯარისკაცი on 11 Jan 2009, 20:02
--------------------
შენ თუ არ დაიწვი მე თუ არ დავიწვი აბა ამ ქვეყანას რაღა გაანათებს....
|