ისრაელის განმარტებით, ღაზაში გაეროს შტაბ-ბინა მას შემდეგ დაიბომბა, რაც შენობიდან ~ცახალს~ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში გაეროს შტაბ-ბინა მას შემდეგ დაბომბა, რაც შენობიდან ~ცახალს~ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
~ასოშეიტიდ პრესის~ ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის არმიის სარდლობა ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ ოფიციალური განცხადება მომხდრის შესახებ დღესვე ისრაელის ხელისუფლებამაც გააკეთოს.
~ცახალის~ სარდლობის განცხადებით, გაეროს შტაბ-ბინა სამიზნეს არ წარმოადგენდა, თუმცა შენობიდან ~ჰამასის~ ტერორისტებმა ისარელის არმიას ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები დაუშინეს. ისრაელის მხარე ადრეც ამტკიცებდა, რომ ~ჰამასის~ “ბოევიკები” მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებსა და ღაზას სექტორში მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შენობებს აფარებენ თავს.
გაეროს შტაბ-ბინის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი წევრი დაიჭრა, დაიწვა საწყობები, განადგურდა პალესტინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება. გაეროს გენერალურმა მდივანმა მომხდარს ~აღმაშფოთებელი~ უწოდა.
გაეროს შტაბ-ბინის გარდა, დღესვე დაიბომბა მრავალსართულიანი შენობა ქალაქ ღაზაში, სადაც სხვადასხვა ტელეკომპანიების ოფისები იყო განთავსებული და დაიწვა საავადმყოფო.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=10852&hd_line=1ლიცემერი: თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად ვგულშემატკივრობ ისრაელს. მაგარი სახელმწიფოა და მაგარი ერია. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
This post has been edited by licemer on 16 Jan 2009, 02:22
მიმაგრებული სურათი
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.