1998 წლის 19-26 მაისი. გალის რაიონში მუდმივად მცხოვრები დაახლოებით 50 000 ქართველის მიმართ აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან გატარდა მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო აქცია. ერთი კვირის განმავლობაში გალსა და გალის რაიონში გადაწვეს 6000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
ყველაფერი პარტიზანების გააქტიურებით დაიწყო, 1998 წლისათვის აფსუა სეპარატისტები თითქმის ვეღარ აკონტროლებდნენ ე.წ გალის დაბალი ზონის (ერისწყლის არხის ქვემოთა ტერიტორია) სოფლებს. გალის რაიონში ჩაცვლა გაახშირეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებმა. 1998 წლის მაისის დასაწყისსი კი ფიჩორში გაიმართა მარულა, რომელსაც პარტზანები და ლეგიტიმური მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ამის შემდეგ მოხდა თავდასხმა აფსუათა საგუშაგოებზე და მოკლული იქნნა 20-მდე სეპარატისტი პოლიციელი. პარტიზანთა გააქტიურებას ფარულად მხარს უჭერდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და ისინი პარტიზანებს დახმარებასაც
პირდებოდნენ.
თავდასხმებისა და მარულას შემდეგ აფსუებმა გალის რაიონში შემოიყვანეს თავიანთი შეიარაღებული ძალები, რომელთაც პარტიზანებმა და მთავრობის მიერ დაიმედებულმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და განდევნეს რაიონიდან! ამის შემდეგ აფსუათა გაძლიერებული რაზმები რომლებსაც მხარს მძიმე ტექნიკა და ჩრდილო კავკასიელი და სომეხი ბოევიკები უმაგრებდნენ (საერთო ჯამში დაახლოებით 2000 ბოევიკი) შეესივნენ გალის რაიონს. მთავრობისაგან შეპირებული დახმარება მოსახლეობამ და პარტიზანებმა ვერ მიიღეს, თავიანთი ძალებით კი მათ ვერ გაუმკლავდნენ. სამთავრობო ძალები მხოლოდ მოსახლეობისათვის კორიდორის გაკეთებას შეეცადნენ.
შედეგად აფსუებმა და სხვა ბოევიკებმა 92-93 წლის ომს გადარჩენილი სოფლები მთლიანად გადაწვეს. რაიონიდან 40.000-ზე მეტი ადამიანი გაექცა სიკვდილს. ბოევიკებმა 95 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დახვრიტეს. მიუხედავათ იმისა, რომ სამთავრობო ძალებს შეტაკებებში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ, დაიღუპა 24 ქართველი ჯარისკაცი.
ბოევიკებმა 300-მდე მებრძოლი დაკარგეს!
ეს მოვლენები სულ 1 კვირაში განვითარდა!


თეთრი ხაზის ქვემოთ იწოდება "დაბალ ზონად" !
This post has been edited by iviko18 on 15 Feb 2009, 23:36