ალეკო დოლბაია "ჰორიზონტს მიღმა"(სონეტი)
გადაეფარა სხეულს გრძნობა – თეთრი ზეწარი,
თვალები – შუქის ანარეკლი, დაგმეს ფარდებმა,
ეთერიულ ნისლს გამოაკლდა მძიმე ცხედარი
და დედამიწის სიღრმისაკენ მიემართება.
ჩნდება სულეთში ჩასახული ხედვა მომავლის,
ფერი ედება მოკაშკაშე კაბადონს ცისას,
ენაცვლებიან მეზღვაურნი ნიჩაბს ხომალდის,
უკიდეგანო სივრცისაკენ მგზავრი რომ მიჰყავს.
განახლებული დაიწყება დრო და თარიღი,
ჰორიზონტს მიღმა გადაიფრენს სხივით გონება,
შეუდგებიან ატლანტივით კედლებს თაღები,
ასტრალურ სვეტებს ანგელოზი ფრთებით დაიცავს...
მალე იხილავს მოგზაური, მზით ნატარები,
უდიდეს ძალას მაცხოვრისას და ნეტარების...
10.12.2020, თბილისი
ოთარ ჯახველაძე "ჰორიზონტს იქით"ჰორიზონტი შორს ,
ისე შორს როგორც,
მე ვდგავარ შენგან,
ჩვენ დუმილი გვკლავს,
ეს შენც იცი, მაინც მიმალავ,
მაგრამ დამალულს
გაძარცულს ამ ჩემს გრძნობებს,
რაღას უშვრები?
ჩვენ ვდგავართ
ჰორიზონტს იქით,
სადღაც შორს,
სადაც ფრინველებსაც
ეზარებათ ფრთების გაშლა.
მაცდურია ეს მონატრება,
მარტისფერია სუყველაფერი,
გაგვახსენდება მოგონება ასე მდაბიო,
მე და შენ აქ ვართ აქ ახლოს სადღაც.
ოცნებობს ღამე ჰორიზონტს იქით,
ისევ ნისლია ჩვენ კი ვდგავართ,
სადრაც სულ ახლოს ერთმანეთან,
თვალს არ უსწორებთ, ბავშობის დღეებს,
უბრალოდ ვდგავართ აქ სულ ახლოს ,
ჰორიზონტს მიღმა.
მელანქოლია მომეძალა რძისფერი ღამის,
სულ სხვაა ჩვენი შეხვედრების გადავიწყება,
ვყვირი, სად წახველ ასე მალე ჩემო ძვირფასო,
რთულია მარტო დარჩენილის ასე ყურება.
ჩვენ ვდგავართ ისევ ჰორიზონტის
სადღაც სულ იქით,
სადაც სიცოცხლეც აღარ არის
ასე მგონია,
გვინდა გავიდეთ ნაპირისკენ,
მაგრამ სად წახვალ,
ნისლით დაბურულ მეოცნებე
კაცის გულია.
ვდგავართ მე და შენ
ან და იქნებ შენ და მე აქვე,
წარმოსახავში გახსენებული
შენი სახება,
სიზმარი მიდის არ მთავრდება
მაგრამ რას ვშველი
ასეა ყოფა და ასეთი ბედნიერება.
p.s. ეს არის ყველაზე სულელური რაღაც რაც კი დამიპოსტია ჩემს ცხოვრებაში რა

დამაინტერესა რამე ლექსი თუ არი-მეთქი ამ სახელით და ესენი ამომიგდო

თავად ფილმი კი მაგარი მხეცობაა უყურეთ