ეს ახალი ინტერნეტ ბანკიგი რო ძველზე უარესია რა ვუყოთ მაგ ამბავს?
ნუ დიზაინით ახალი ჯობია მარა რაც მთავარია და რა ფუნქციებისთვისაც ვიყენებდი მაგ ბანკინგს ის აღარ არის ახალში და რა უბედურებაა???
ამონაწერს რო აკეთებ საწყისი პერიოდისთვის ნაშთს და საბოლოო ნაშთს არ განახებს... ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა ეგეთი ამონაწერის ფორმა ძალიან მაინტერესებს...
მეორეც ორეინჯ ბარათზე მხოლოდ დაანგარიშების დღეს იწერება რო დღევანდელი დღე დაანგარიშების დღეა და მანამდე წინასწარ რო მოკვდე ვერსად ნახავ დაანგარიშების დღე როდის გიწევს... ეხლა იტყვით ეგ ისედაც უნდა იცოდეო... მარა არ არის ეგრე მარტივად საქმე... თვეების და შაბათ კვირა როგორ უწევს იმის მიხედვით იცვლება ხოლმე ხანდახან ეგ დღე... მიდი მერე და იმარჩიელე...
ერთი სიტყვით ძველი ინტერნეტბანკინგის მშენიერი ფუნქცია "ბილინგის თარიღი" რომელზე დაკლიკებითაც ბილინგის თარიღამდე გამოდიოდა ფანჯარა "თქვენი ბილი ხელმისაწვდომი იქნება ამა და ამა რიცხვში" და ბილინგის თარიღის შემდეგ გამოდიოდა ფანჯარა უკვე ბილით ფაფუ აღარ არის ახალ ინეტბანკინგში...
რაც მთავარია ანგარიშებისთვის სახელის დარქმევის ფუნქციაა დამატებული...
გურამას პირველი ანგარიში, გურამას მეორე ანგარიში, ანგარიში რომელიც გურამას ცოლმა არ იცის და ასე შემდეგ დაარქმევთ და იგულავებთ...
მაგარია რა...
იმედია დედაში დაბრუნდებიან... ზღარბებით მოფენილი ბილიკით... ზურგზე ჭიპლარის რტყმით და სანაყოფე სითხით სავსე თასებით ხელში...
.............................
I'm pretty sure Romeo just wanted sex...