გამარჯობათ ძვირფასო მედარატორებო.
ჯერ ჯერობით აქ განვიხილოთ ეს თემა და შემდგომში თუ გნებავთ ფორუმის შესახებში გადაიტანეთ. ან თუ საჭიროდ თვლით ახალავე გადაიტანეთ.
მოკლედ რაშია საქმე, მოგეხსენებათ თემის შესახებ JAZZ DOWNLOAD Vol. 13, რომელიც აპინულია თქვენს განყოფილებაში.
ამ თემის პირველი ეპოქის ხშირი სტუმარი ვიყავი და ძალიან მიყვარდა. მეორე ნაწილშიც ხშირად შევდიოდი და ვპოსტავდი.
რაც დრო გავიდა ეს თემა დაემსგავსა ცარიელ გადმოსაწერ თემას, (პრინციპში სათაური მაგაზეც მიუთითებს მაგრამ სხვა რამეზეა აქ ლაპარაკი).
იდება უამრავი ალბომი ამა თუ იმ მუსიკოსისა, დაკოპირებული ტექსტებით, ძალიან მცირე ინფორმაციით და პოსტერით.
არანაირი დისკუსია ან მსჯელობა. არანაირი ლაპარაკი მუსიკაზე ან მუსიკოსის გარშემო, დისკუსიას თავი დავანებოთ, მაგ თემაში ადამიანები მემგონი ვერც ხედავენ ერთმანეთს...ამის მაგალითად აგერ ჩემი პოსტი:
JAZZ DOWNLOAD Vol. 13 (post #13157258)ერთმა სულიერმა არ მიპასუხა, როგორი ავტომატიზირებული მექანიკური პოსტვაც მიდიოდა იგივე გაგრძელდა.
მე არ ვარ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული.
მე მინდა ეს ხალხი გამოვიდეს ამ თემიდან და მელომანიაში გაიხსნას თემები ჯაზ მუსიკოსებზე.
გახსნან თემები იმ მუსიკოსებზე ვის მუსიკასაც მანდ დებენ გადმოსაწერად. გახსნან თემები, დაწერონ ინფორმაცია მუსიკოსებზე, ბიოგრაფია, დისკოგრაფია, დადონ ალბომები და ვილაპარაკოთ სხვა და სხვა მუსიკოსებზე ამ მუსიკოსების საკუთარ თემებში.
ჩემი სურვილი ესაა და ამის მისაღწევად მგონი ერთად ერთი გზა რჩება. the_lizard_king და Roverandom, ჩემო ძვირფასებო, JAZZ DOWNLOAD-ის თემა უნდა დახუროთ

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გამოვაფხიზლოთ ეს მოჯადოებული ხალხი და ავალაპარაკოთ მუსიკაზე.
MP3-ების მეტი რა მაქვს?
აფლოად საიტების მეტი რა არი?
21 საუკუნეა, MP3 კი არა CIA-ს მასალას მოიძიებ თუ მოინდომებ.
ბევრს გვაქ ეს MP3-ები და ცარიელი MP3 ალბომების ატვირთვა საკმარისი არაა. მომაბეზრებელიცაა.
დავწეროთ თემები ჯაზზე, ეპოქებზე, მიმდინარეობებზე, ცალკეულ მუსიკოსებზე....
მემგონი ცუდი არ იქნება. ვინაიდან და რადგანაც ეს ხალხი (ჯაზის მოყვარულები) მოჯადოებული არიან იმ თემაში და ერთი წამით არ უნდათ სხვა რაღაცის (ისევე ჯაზის) თვალის გადავლება და გვერდით გახედვა.... მაშინ რჩება ერთი რამ - თემა უნდა დაიხუროს - მოდერატორის პოსტით:
გთხოვთ ცოტა ხანი მოღვაწეობა გააგრძელოთ თემების სახით, გახსენით თემები იმ მუსიკოსებზე რომლებსაც აქ დებთ, აქვე მოგახსენებთ თემის გახსნის წესებს: ინფო, ლინკი, ბლა ბლა ბლა...
მორჩა, სათქმელი ვთქვი, აბა მითხარით რაში არ ვარ მართალი