ამას წინათ ერთ-ერთმა საინფორმაციომ გადმოსცა, რომ საყვარლები თავიანთი ოჯახებიდან ერთად გაიქცნენ, ქალი ორსულად იყო, სამეგრელოში ვიღაც ექიმბაშს მიაკითხეს, რომელმაც უარით გამოისტუმრა, მეორე დღეს კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდინარის პირას ახალშობილის თავი იპოვეს.......
მერე მეზობლების ინტერვიუ იყო......
დღეს ვნახულობ ამ მეზობლებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს სიუჟეტი იყო შეთითხნილი, სინამდვილეში იმ ქალმა იმ ამბიდან 15 დღეში იმშობიარა და ქალიც, ბავშვიც და ბავშვის მამა ერთად არიან......
მე მაინტერესებს, რა მოსაზრებით შეიძლება იყოს მსგავსი რამ 'ნიუსი'? რა კრიტერიუმებით ხელმძღანელობს ეს ხალხი?
კრიტერიუმებს თავი დავანებოთ, რა ლოგიკაა? ჩემმა ლოგიკის ლექტორმა პირველივე ლექციაზე ეს წინადადება გვითხრა:
"ვ აგაროდე ბუზინა, ვ კიევე _ დიადკა"
აქო ლოგიკა არ არისო
ვიღაცებმა საღამოს ექიმბაშს მიაკითხეს, მშობიარობის შესახებ უნოდათ მოლაპარაკება, რადგან ოფიციალურად, საავადმყოფოში მშობიარობის ფული არ ჰქონდათ, მეორე დღეს მდინარის პირას ახალშობილის თავი იპოვეს რამდენიმე კილომეტრში....
ან ეს არის 'ნიუსი'?
ყველაფერი, რაც ხდება, აღსარების საგანი არ არის და 'ნიუსის' როგორ არის?
ამიხსენით მე უბირს, აშკარად ვერ ვხვდები, რა ხდება........
ერთადერთი ლოგიკური ახსნა მაქვს ამ სიტუაციის _ საინფორმაციო პროგრამები ცდილობენ მუდმივ ტონუსში ამყოფონ მაყურებლები, მაგრამ ეს უნამუსობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა არ არის?
სხვა რომ მაბოლებს, ჟურნალისტი ბოლის ფარდას უნდა მაცლიდეს თვალებიდან, თუ თვითონ უნდა მაბოლებდეს? დაბოლებას თავი დავანებოთ, სიცოცხლეს და გარეთ გასვლას უნდა მაძულებდეს?
წადი, შე მამაცხონებულო, გალერეაში მიდი, სურათები მაჩვენე, თეატრში მიდი, სპექტაკლი მაჩვენე, გამომცემლობაში მიდი, რა იწერება, რა ითარგმნება, მაჩვენე..........
ღორებისგან შეჭმულ ჩვილის თავებს რომ მაჩვენებ და თან იმასაც რომ მატყუებ........
ჭორბიუროა თუ ტელევიზია?!
This post has been edited by patriciia on 13 Mar 2010, 19:00