#12336573 · 22 Jan 2009, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფაქტია, რომ ხელისუფლების თქმით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტრო-ენერგისს საფასურს "რაოესი" აგვინაზღაურებს, ანუ რეალურად ჩვენ რაოს აფხაზეთში ელექტო-ენერგიის მიწოდებისა და მისი საფასურის აკრეფის ლეგალური უფლება მივეცით (ეგ უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში მთელი გამანაწილებელი ქსელი მივყიდეთ).
დღეს გახდა ცნობილი, რომ სამაჩაბლოს გაზის მიწოდება აღუდგება და ოკუპირებულ ტერიტორიას გაზზს "იტერა-ჯორჯია" მიაწვდის - ასევე ლეგალურად და ქართული მთავრობის თანხომობით.
დარწმუნებული ვარ მალე "ბილაინის" და "მეგაფონის" ტიპის კავშირგაბმულობის კომპანიებს ასევე მივცამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულიად ლეგალურად მუშაობის უფლებას.
მე მეგონა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად იმიტომ გამოვაცხადეთ და იქ ბიზნესის წარმოება იმიტომ ავკრძალეთ, რომ იქ არალეგალურად მომუშავე რუსული ფირმებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟებში გვეჩივლა და ევროპაში მათთვის პრობლემები შეგვექმნა.
ეხლა კი გამოდის, რომ რუსებს ვუკანონებთ წართმეულ ტერიტორიებს და რაც ყველაზე საშინელია ხელისუფლება ამას დადებით ნაბიჯათ ასახელებს.
იუზერებო რა ხდება?!
|