გრიგოლ ვაშაძე - ფორს-მაჟორი დამთავრდება მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დასრულდება
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=11252&hd_line=1რუსეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინსპექტირებას ითვალისწინებს, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, საქართველომ რუსეთის ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსპექტირების მოთხოვნა დააყენა ვენის 1999 წლის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც ეუთო-ს ფარგლებშია მიღებული და ნდობისა და უსაფრთხოების გამტკიცების ზომებზე მოლაპარაკებას შეეხება.
ვაშაძის განმარტებით, საქართველოს აქვს მტკიცე, დასაბუთებული პოზიცია; ამავე დოკუმენტის ფარგლებში საქართველომ გამოაცხადა ფორს-მაჟორი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოზე, დღემდე ოკუპირებული აქვს ქართული ტერიტორია, საიდანაც მუდმივად ხორციელდება პროვოკაციები; ამ ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე 11 სამართალდამცავი დაიღუპა, მუდმივად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
„საქართველოს არა აქვს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეეცდება, კვლავ განახორციელოს აგრესიული ქმედებები და აღნიშნული ინსპექციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო აღნიშნულ ფორს-მაჟორს დაასრულებს მაშინ, როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაცია დასრულდება.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა განაცხადა, საქართველოს დასაბუთებული პოზიცია აქვს. თუმცა, ელჩმა თავი შეიკავა ამ პოზიციის შეფასებისგან.
რაც შეეხება ევროკომისიის წარმომადგენელს საქართველოში პიერ ეკლუნდს, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კარგი არგუმენტები აქვს პოზიციის გასამყარებლად.
რუსეთმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსპექტირება 19-21 იანვარს მოითხოვა.
==========================
ნათელია რომ არც ჩვენ და არც ჩვენს მტერს არ სძინავს
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.