Грузия объявила форс-мажор в отношениях с Россией до вывода российских войск из Абхазии и Южной Осетии, говорится в заявлении МИД Грузии.
Это решение было принято после того, как Москва потребовала от Тбилиси допустить на грузинские военные объекты российских экспертов. В России считают, что это требование соответствует Венскому документу ОБСЕ от 1999 года. Между тем, по мнению МИД Грузии, действия России противоречат основным принципам этого документа.
"Не существует никакой гарантии того, что Россия не попытается вновь осуществить агрессивные действия и добытая во время оценочного визита или инспекции информация не будет использована во вред национальной безопасности Грузии", - говорится в заявлении МИДа.
В министерстве также назвали российскую военную операцию, проведенную в августе 2008 года, "широкомасштабной агрессией против Грузии". После этого, отмечают в Тбилиси, последовала оккупация неотъемлемых частей территории Грузии, массовые и грубые нарушения прав человека, жертвы среди мирного населения, а также этническая чистка.
Венский документ ОБСЕ от 1999 года был принят в целях укрепления доверия и безопасности в Европе. В соответствии с ним осуществляются действия, направленные на разоружение, а также на предотвращение применения силы в международных отношениях.
К юридическому форс-мажору относятся решения на уровне государства о запрете торговли, валютных ограничениях, а также забастовки, войны и революции.
http://lenta.ru/news/2009/01/22/forcemajor/2009 წლის 19 იანვარსა და 21 იანვარს რუსეთის ფედერაციამ მიმართა საქართველოს ვენის 1999 წლის დოკუმენტის (ვენის 1999 წლის დოკუმენტი ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებების შესახებ) შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილ ობიექტებზე შეფასებითი ვიზიტისა და სავერიფიკაციო ინსპექციის განხორციელების მოთხოვნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს:
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილის ოკუპირება, ადამიანთა უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევები, მსხვერპლი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე მკვიდრი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ამგვარი ქმედებებით რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუძემდებლური პრინციპები, როგორიცაა: ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება, საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, საზღვრების ურღვეობა, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა (გაეროს ქარტიის მე-2 მუხლი; ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი აქტის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 მუხლები; პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის მიღებული).
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების დადების შემდეგ რუსეთი უხეშად არღვევს მის მოთხოვნებს და საკუთარი ძალების მათ მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებზე გაყვანის შესახებ ვალდებულების საწინააღმდეგოდ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში - ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობას.
აღნიშნულის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სისტემატურად ხორციელდება აგრესიული აქტები. კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე მოკლულია 11 პოლიციელი (უკანასკნელ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 16 იანვარს) და მრავალი სამოქალაქო პირი რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში.
რუსეთის ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს ~ვენის 1999 წლის დოკუმენტის~ მე-3 და მე-5 მუხლებში განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან და დოკუმენტის პირველად მიზანთან - განამტკიცოს ნდობა და უსაფრთხოება.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეეცდება კვლავ განახორციელოს აგრესიული ქმედებები და შემფასებელი ვიზიტისა თუ ინსპექციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვენის 1999 წლის დოკუმენტის 78, 78.1, 78.2, 120, 120.1, 120.2 მუხლების შესაბამისად, ქართული მხარე აცხადებს ფორს-მაჟორს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიმართ.
ფორს-მაჟორი მოიხსნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, დეოკუპაციის შემდეგ.
ქართული მხარე შეასრულებს ვენის 1999 წლის დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებას ყველა სხვა წევრ-სახელმწიფოს მიმართ.
http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GE...36&info_id=8797 რას ნიშნავს ფორსმაჟორული ურთიერთობა რეალურად, ვინმე ერკვევით ამ საკითხში? მე პირადათ სულაც არ გამიკვირდება რომ ამ უტრაკო მთავრობის და ბოზი ევროპის ხელში ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს სამხედრო ბაზებზე მართლაც ვიხილოთ რუსი დამკვირვებლები ...