მოგესალმებით პატივცემულო გურუებო.
დღეს საღამოს, საკმაოდ უცნაურ პრობლემას შევეჩეხე: მაქვს პატარა სერვერუკა, რომელზეც აყენია FreeBSD ზედ კიდე Apache, ProFTPD და ა.შ. მოკლედ დგას აგერ უკვე რამდენი ხანია თავისთვის წყნარად, მშვიდად, არავის არ აწუხებს და მუშაობს გადასარევად.
დღეს საღამოს, გადავწყვიტე მიმეერთებინა მეორე ვინჩესტერი, რომელიც კარგა ხანია ფიზიკურად კი დევს კომპიუტერში, მაგრამ ოპერაციული სისტემისთვის ჯერ არ ჩანდა.
ზუსტად რო აღვწერო რა და როგორ, დეტალებში აგიხსნით: sysinstall-იდან ჯერ fdisk-ის გამოყენებით და მერე label-ის გამოყენებით შევქმენი ყველა partition-ი რაც მჭირდებოდა და რომ მოვრჩი ყველაფერს, უცებ ტერმინალში ბრძანებები აღარ აღიქვა ssh-მა, რაც არ დავწერე, ყველაფერზე unknown command-ი მიპასუხა. დავხურე putty-ს სესია და იმის მერე, ვეღარც მივუერთდი... მიერთებისას აბრუნებს შეცდომას რომ სერვერმა მოულოდნელად დახურა კავშირიო.
პარალელურად გაედო ყველაფერს, აპაჩი ამბობს ფაილებს ვერ ვპოულობ და აბა რა გაჩვენოო, ftp ამბობს გინდა თუ არა, პაროლი არასოწრიაო, webmin-ი წვალობს და ბოლოს არაფერს არ ამობობს... მოკლედ გაედო ბუდას. IP მისამართი ხოშიანად იპინგება.
გადატვირთვას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ პროვაიდერთან დგას და რომ დავრეკე ასე მითხრეს ხვალ დარეკე დილითო
ჰოდა, ხვალ დილამდე კი ვერაფერს ვუშველი, მარა იქამდე, ვინმეს რამე იდეა გაგაჩნიათ? ეგეთი რამე მოგსვლიათ ოდესმე? და თუ მოგსვლიათ რისი ბრალი ყოფილა?
* * *
გმადლობთ

რესტარტმა უშველა. წავედი ეხლა ლოგებში.