იცი რაშია საქმე? არაა ცნობილი ის კონკრეტული მეთოდიკა, რასაც ისინი იყენებენ. მე რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ფსიქოთერაპიაა. ტრენინგებს ატარებს მოსკოვიდან ჩAმოყვანილი სპეციალისტები, რადგან აქ - საქართველოში ვერ იპოვეს შესაბამისი კვალფიკაციის მქონე კადრები.
მგონი წამლებს და ეგეთ რფაღაცეებს არ იყენებენ.
მაგრამ როგოია ეს თერაპიის ტრენინგები, ეგ არ ვიცი.
ისე მოსკოვში საკმაოდ ბევრი იყო ეგეთი ფირმები (დაახლოებით 10 წლის წინ ვიყავი იქ). თავიანთი აგენტები მთელ ქალაქში არინ მოდებულები, მეტროებში ძირითადად და აგიტაციას უწევდნენ ხალხს, მოდით და თქვენს წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსდ მოგიგვარებთო. რამდენადაც მახსოვს, მოსახლეობაში საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, არ სჯეროდათ.
აქ მაინც უცხო ხილია ჯერ ეგ. კარგად ჟღერს "წონის კორექცია შეზღუდვების გარეშე"
მე მაგალითად რაღაც ოლომდე ვერ ვენდობი მაგათ. ვინ იცის იმ ტრენინგებზე დაქოქილი მოსკოველი ფსიქოთერაპევტები რომ ჩამოვლენ, რას შთააგონებენ ხალხს. მაინც ეგ ხო ბიზნესია. შეიძLება მიზნად ის აქვთ, რომ ადამიანები ჩAითრიონ და მუდმივი კლიენტები გახადონ. შეიძლება ეგ პროგრამა დროებითი ეფექტის მატარებელია და ადამიანს მოთხოვნილებად უქციონ ყოველ 5-6 თვეში ჩAიტარონ ეგ კურსები
რა ვიცი
ჩორტ ევო ზნაეტ