gentooიგივეს ვაპირებ მეც, კოლეგა

მაგრამ RHEL-ის "ვარეზ" ვერსიის მაგივრად (გიომაკ, როგორ თუ "მოქაჩოს RHEL 5.2-ის დისკი და გამოიყენოს"?-) მისი სრულფასოვანი(?) კლონი CentOS -
http://www.centos.org/ - ჯერ-ჯერობით მაინც შესაფერის პოლიგონად მეჩვენბა (+ ასევე "სრულფასოვან" კლონად პროპაგანდირებული Scientific Linux-იც არსებობს -
https://fermilinux.fnal.gov/ -
http://en.wikipedia.org/wiki/Red_Hat_Enter...nux_derivatives ). CentOS-ს მხარდაჭერა რომ კარგი აქვს პირადადაც გამოვცადე და სტაბილური რომ არის ისიც მეტყველებს რომ როგოც მინიმუმ(!) 5 თანამედროვე TOP500-ში შემავალ სუპერკომპიუტერებზე გამოიყენება -
http://www.top500.org/stats/list/32/os GioMac როგორც გამოცდილი "წითელქუდა", რას ფიქრობ ღირს CentOS-ით დაწყება და თუ კი, სადამდე (რა სტადიამდე)? ანუ, მესმის რომ RHEL-ში იქნება გამოყენებული ტექნოლოგიები რომლებიც ღია კოდით არ იქნება შექმნილი და ამიტომ ოფიციალურ ღია სორსში ვერ მოხვდება, რამდენად შეგვიშლის ეს RHCT-ს მოსურნე ადამიანებს ხელს, სტანდარტულ x86 მანქანაზე?

Mandriva Linux-ს რაც შეეხება - წმინდა სამომხმარებლო კუთხით - სიამოვნებით ვტესტავდი მის Live CD ვერსიას სახელწოდებით Mandriva Linux One. ის სრულფასოვანი მაგრამ ფასიანი Powerpack ვერსიის ლაით/მსუბუქი რეინკარნაცია არის. ფასიანის მსგავსად დახურული დრაივერები მოჰყვება (როგორიც ოფიციალური nVidia-ს, ATI/AMD-სა და სხვა) MP3 და სხვა ფორმატების მხარდაჭერა, ფლეშ დამკვრელი + ინსტალაციაც შეიძლება. ეს ყველაფერი სრულიად ლეგალურად და უფასოდ, "out of the box" ასე ვთქვათ. ასევე წმინდა "იუზერული" კუთხით ბოლო სამი დისტრიბუტივი (2007.1, 2008.0, 2008.1) სტაბილური იყო და კმაყოფილების მეტი არაფერი მეთქმოდა, მაგრამ 2009.0 ვერსია მისი KDE4-ის, სხვა მხრივ არასტაბილურობებისა და უკვე "უნამუსო" "კომერციალიაციის" (hint: დაბეჩავებული xine და შემოთავაზება პროპრიატორული კოდეკების ყიდვისა

) ფონზე, მოუმზადებლი და დამწყებისთვის უკვე სრულიად მოუხერხებელი მეჩვენება. და საერთოდ, რა უაზრობაა ეს "დამწყები მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი" დისტრიბუტივების პროპაგანდირება!

თუ მიზანს ვერ მივაღწიე და მანდრივა ლინუქს "ერთმა" მაინც დაგაინტერესათ, ინებეთ:
http://www.mandriva.com/en/product/mandriva-linux-one მაგრამ ამის დაქაჩვას, უახლოესი წინა ვერსიას გირჩევდით:
http://ftp-stud.fht-esslingen.de/Mirrors/M...-cdrom-i586.iso როგორც დამწყები სიამოვნებით გამოვიყენებდი

უნიკალური პროდუქტია, მანდრივასა და ტურბო ლინუქსის (დიახ, დიახ) ტექნოლოგიების პირველი და ამ დროისთვის ერთადე წარმატებული გაერთიანება - რა ჭირიც არ უნდა იგულისხმებოდეს ამის ქვეშ

"მოქაჩვასა" და "RHEL 5.2"-ს რაც შეეხება ...<22eda90c23f9e5a9>... არ მკითხოთ, უბრალოდ მუშაა
This post has been edited by gearge on 21 Jan 2009, 01:24