მოგესალმებით ანტარქტიდის ბინადრებს
მაინტერესებს შემდეგი საკითხები:
რა პრინციპით ხდება ქსელის ტოპოლოგიის გრაფიკის(სქემის,დიაგრამის ) აგება.
რა ატრიბუტებია აუცილებელი ამ სქემების შესაქმნელად.
რა პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებთ ამისთვის.
როგორ ხდება ობიექტების დალაგება და განლაგება.
როგორ ხდება IT კომპანიებში მსგავსი დიაგრამების შექმნა.
ანუ თემის მიზანია, შევძლო კონკრეტული მონაცემების მიხედვით დიაგრამის აგება,რომელსაც სხვები ძალიან ადვილად გაიგებენ და მეორე,თავად შევძლო ნებისმიერი მსგავსი დიაგრამის ჩემთვის გასაგებ ენაზე გადმოყვანა.
რათქმაუნდა არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა მსგავსი მიზნებისთვის,მაგრამ ძირითადად ხატულების მწირი და უხარისხო კოლექციით .
აი მაგალითად ვიზიო,რომელსაც ვერაფერი გავუგე სამწუხაროდ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ მჭირდება ქსელში არსებული მონაცემების მიხედვით ავტომატურად დიაგრამის აგება,ამისთვის არსებობს კონკრეტული პროგრამები მაგალითად ეს
http://www.solarwinds.com/products/LANsurveyor/index.aspxმაგრამ მე მინდა ჩემი საკუთარი მონაცემებით გავაკეთო დიაგრამა.
დავუშვათ ასეთი მონაცემები გვაქვს:
არის სამი კომპიუტერი,ორი სამუშაო სადგურად გამოიყენება ,ერთი კი სერვერია(ფაილების შესანახად).
ამ ორ კომპიუტერზე მიერთებულია პრინტერები.
ხოლო ინტერნეტში გასვლა ხდება შემდეგნაირად:
არის სვიჩი,რომელზედაც მიერთებულია ეს სამი კომპი და თავის მხრივ სვიჩი უერთდება როუტერს.]
ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თავად გავაკეთე დიაგრამა.
მაინტერესებს სწორად ავაგე თუ არა სქემა და რატომ?

ეხლა ცოტა გავართულოთ .
დავუშვათ ერთ შენობაში 24 კომპია.
ერთი არის სერვერი,აყენია სერვერ 2003+kerio winroute firewall,რომლითაც ხდება დანარჩენი კომპიუტერების ტრაფიკის ბლოკირება და საიტებზე შესვლა/არშესვლის ამბები.
ეს 24 კომპიუტერი მიერთებული ცისკოს რაიმე 24-იან სვიჩზე,რომელიც თავის მხრივ ცისკოს როუტერზეა შეერთებული.
მაინტერესებს როგორ გავაკეთო ამ კონკრეტული შემთხვევის სქემა,საიდან დავიწყო?
როგორ განვალაგო ,ზემოდან ქვემოთ თუ ქვემოდან ზემოთ?
სად უნდა მოთავსდეს ფაირვოლის ხატულა?
და ა.შ
ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ.
და ბოლოს მაინტერესებს როგორ უნდა გაიშიფროს ეს დიაგრამა?
(ჩემი აგებული არაა)

ეს აგურებიანი კედლები სავარაუდოდ ბრანდმაუერია.
მრგვალი 3D წრე ალბათ ცისკოს რაიმე დევაისია ,ის კარადები კი მეინფრეიმები ან ფაილსერვერები.
მაგრამ რა ხდება მთლიანობაში მაგ სურათზე,ეგ უკვე არ ვიცი.
იქნებ გამარკვიოთ ,ქსელებში ჩემი ცოდნა ძალიან დაბალია.
p.s ცისკოს შესწავლა და ქსელების შესწავლა ჩემს მიზანს არ წარმოადგენს,მე მხოლოდ ზემოთაღნიშნულ კითხებზე მინდა პასუხი.
OFFTOPIC:ვიკიპედიის ლინკის დადებებს არ ვართ |
მეტა:3BEPb,y0za,OpIuMDrEaM
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.