http://imedinews.ge/ge/teqnologiebi/14369/...vdeli-gamochndaგერმანიაში რობოტი მღვდელი გამოჩნდა
გერმანიის ქალაქ ვითენბერგში რობოტი მღვდელი ტაძარში წირვას აღავლენს, ბიბლიას კითხულობს და მორწმუნეებს ლოცავს. ამის შესახებ Daily Mirror წერს.
რობოტი მღვდელი აღჭურვილია მეტალის კორპუსით, მას აქვს ორი ხელი, თავი და პირი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ელაპარაკება. გულ-მკერდის არეში რობოტს დიდი სენსორული ეკრანი აქვს დამონტაჟებული. ის ამავე ეკლესიაში შეიქმნა.
რობოტი მორწმუნეს ესალმება და სენსორული ეკრანის დახმარებით ეკითხება თუ რომელი ლოცვის მოსმენა სურს და რისთვის ითხოვს "დალოცვას". ინფორმაციის მითითების შემდეგ, რობოტი ხელებს ცისკენ სწევს და ამბობს: "ღმერთი დაგლოცავს და დაგიცავს შენ!" შემდეგ იწყებს ბიბლიიდან ამონარიდების კითხვას, რომელიც ადამიანის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია რომ დაბეჭდოს