კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილს სამხედრო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა უფლებების დარღვევში ადანაშაულებენ
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გახდა ცნობილი, 23 იანვარს გუბერნატორმა, სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირს, გარდა მოადგილეებისა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები იძულებით დააწერინა. ამის შედეგაც მხოლოდ ორი თანამშრომელი-პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი და იურისტი ზიტა იმანოვა გაათავისუფლა. იქიდან გამომდინარე, რომ მათ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები თავად აქვთ დაწერილი, შრომის კოდექსით გათვალისწინებული ერთი თვის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციაც არ მისცეს.
2008 წლის 20 დეკემბერს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ტესტირება ჩატარდა. ზიტა იმანოვა ერთ-ერთია, ვინც გამსვლელი ქულები დააგროვა და გასაუბრებაც გაიარა. ტესტირების შედეგად გამსვლელი მინიმალური ქულები ვერ დააგროვა გუბერნატორის ადმინისტრაციის 11-მა თანამშრომელმა. მათგან, პრესმდივანმა მარი შაშვიაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილია. გევიჟენთან საუბარში დიდებაშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქალიშვილის გათავისუფლება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება... ”ყველაფრისთვის ის არის საკმარისი, რომ ის ჟანა დიდებაშვილის შვილია,თქვენ იცით ვინ არის ჟანა დიდებაშვილი და რა ისტორიებიც გადაახდინეს ერთ დროს, მეტს ვერაფერს გეტყვით” - აღნიშნა ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა ჟურნალისტმა
http://www.gevision.tv/hot/1605.html