თემის ავტორს 5 წუთს გაძლევთ რომ რეალური და მუშა ლინკი დადოთ , წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება.
http://www.ghn.ge/index.php?m=2&date=2009.1.28&p=4კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იყოს წარმოდგენილი. ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ბაღათურიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, საქმე თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე `ხარების~ სახელობის ეკლესიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხება. ბარათურიას მტკიცებით, ეკლესიაში სომხეთის პრემიერის ვიზიტისას გოგა ხაჩიძემ ეკლესიის კარი შეანგრია, რისი დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მასალაც გააჩნია.
რამდენიმე დღის წინ ბაღათურიამ გენპროკურატურას ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, აღნიშნავს, რომ საქმის მსვლელობის დეტალები მისთვის უცნობია.
მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ ვიდრე პროკურატურა საქმეს გამოიძიებს, გოგა ხაჩიძემ მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს და ბაღათურია გეგმავს, რომ პარლამენტში ხაჩიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაუყოვნებლივ დაიწყოს.
ამასთან, როგორც აცხადებს, პრეზიდენტს უკვე მიმართა საგანგებო წერილით. სადაც ითხოვს, რომ ხაჩიძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იყოს წარმოდგენილი.
იმის გამო. რომ 1 თებერვლიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც ორი ახალი სამინისტროს ფუნქციონირების დაწყებას ითვალისწინებს და უნდა დაინიშნოს ახალი მინისტრები, კანონი ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადებას.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, "იმპიჩმენტის შესახებ" კანონის თანახმად, იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, წერილობით მოთხოვნაში კი ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და არსებული მასალები.
ასევე, თუ თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არის აღძრული, გადადგა ან გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაშინ ამ პირის მიმართ წყდება იმპიჩმენტის პროცედურა.
საბოლოოდ იმპიჩმენტი კენჭისწრით წყდება და მას მხარი საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.
იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად თავდაპირველად მოლაპარაკებებს ბაღათურია "ქრისტიან-დემოკრატებთან" გეგმავს.
ამ მასალის მოსაძიებლად ლარის გადარიცხვაც კი მომიწია