გამარჯობა ...
ამ პატარა, ალბათ დილეტანტურ პოსტში მინდა შევეხოთ ასოციაციურ კავშირებზე (მეხსიერებაზე). რომელიც მთელი ცალკე განხრაა ფსიქოლოგიაში „ასოციაცინისტური ფსიქოლოგიის“ სახით, მის დამფუძნებლად ითვლებიან ჰიუმი, ჰერტლი. ჯონ სტიუარტ მილი.
ასოციაცინისტებს მიაჩნიათ რომ ასოციაცინისტურ ფსიქოლოგიაში ოთხი ძირითადი კანონი მუშაობს.
1. ასოციაცია დროში: მაგ ელვა მოგვაონებს ქუხილს, მზის ჩასვლა დაღამებას, ავტობუსის კარის გაღება კონტროლიორის ამოსვლას

) და სხვა.
2. ასოციაცია სივრცეში: მთვარე–ვარსკვლავებს, მაგიდა–თეფშს და სხვა.
3. ასოციაცია შინაარსობრივი: ჰიტლერი სტალინი, ნაპოლეონი მაკედონელი და სხვა.
4. კონტრასტი:თეთრი შავი დღე ღამე.
ასოციაცინისტები აღნიშნავენ რომ ასოციაციას ხშირი აღქმა გამოერება იწვევს. რაც ალბათ ნაწილობროვ მართალია, ხოლო ბატონი დიმიტრი უზნაძე აქვე ამატებს რომ ასოცირებული ელემენტები აუცილებლად უნდა ქმნიდნენ ერთს. მაგალითად მას მოყავს მაგალითი კარადის შესახებ. ბევრმა კარადის ასოცირება წიგნთან მოახდინა, და არა მაგალითად კედელთან თუმცაღა კარადა კედელთან უფრო ხშირად გვხდება ვიდრე წიგნთან რადგან წიგნების კარადის გარდა სხვა კარადებიც არსებობს

.
როგორც ვიცი ამ მეთოდს იყენებდა ფროიდი(წყვილური მეთოდი) და იუნგი (ჯაჭვური მეთოდი) სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ. ასევე გამიგია რომ ასოციციაციური გაბმებით საუბრისას სიტყვებს შორის, ვლინდება და ჩნდება გარკვეული კომპლექსები ადამიანში.
სად შეიძლება წყვილურ და ჯაჭვურ მეთოდებზე ინფორმაციის მოძიება? იქნებ ვინმემ იცით ეს მეთოდები? თუ ვინმეს შეგიძმნიათ ე.წ NLP anchor მგონი ახლოს არის თემასთან იქნებ გაგვიზიაროთ.
დაწერეთ და განავრცეთ მემგონი ძალიან საინტერესო თემაა.