ნიკა გილაური - მთავრობის ეკონომიკური კურსი არ შეიცვლება
მთავრობის ეკონომიკური კურსი არ შეიცვლება და იგი აბსოლუტურად იგივე დარჩება, რაც იყო, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგი მთავრობის გუნდს უკვე კარგა ხანია იცნობს და მათთან ერთად საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა. გილაურის განმარტებით, არანაირი დამატებითი ცვლილება არ იქნება. მისი თქმით, პრემიერის ცვლილება საჭირო გახდა გრიგოლ მგალობლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. შესაბამისად, კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდება ფინანსთა სამინისტროში, სადაც ფინანსთა მინისტრად დაინიშნება მინისტრის მოადგილე კახა ბაინდურაშვილი.
ნიკა გილაურის განცხადებით, უახლოეს დღეებში ეს სამთავრობო გუნდი უკვე პარლამენტში წარსდგება. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მთავრობის ამ გუნდს მომავალ კვირაში დაამტკიცებს. რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენას, რომელიც მას ხუმრობით გიგი უგულავამ ურჩია, გილაურმა აღნიშნა, რომ იგი აქამდე საკმაოდ ჯანზე იყო.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დავალებაზე კი, ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში პარლამენტსა და მთავრობას წარედგინება ახალი გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღნიშნული სისტემა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=11971&hd_line=1ლიცემერი : უზერებო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება?
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.