იუკიო მისიმა "ოქროს ტაძარი"
იგივე კინკაკუძი, ძენ-ბუდისტების სავანე. აშენდა 1397წელს, რომელიც 1950 წელს დაწვა ბუდისტმა ბერმა.
სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა მისიმამ თავის უკვდავ ნაწარმოებში.
ამ რომანის გმირი დიდ გზას გადის თავისუფლებისაკენ, რთულ, ტკივილით სავსე გზას. ბოლოს ტაძრის დაწვის შემდეგ თავისუფლდება კინკაკუძის ტყვეობიდან
ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს ეს გზა გასავლელი, ყველა ჩვენგანი ყოფილა "ოქროს ტაძრის" ტყვეობაში, განსხვავება ისაა, რომ ზოგიერთI სამუდამოდ რჩება ამ ტყვეობაშI, მცირედი ნაწილი კი ახერხებს თავის დაღწევას და აღწევს თავისუფლებას, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც.
კინკაკუძI კი საუკუნეებს გაუძლებს და უამრავ ადამიანს შეიტყუებს ტყვეობაში მარად და მარად.
საინტერესოა თქვენი აზრი, ქართველებისთვის რა მიგაჩნიათ ასეთ "ოქროს ტაძრად"?
მიმაგრებული სურათი