ერთ პატარა ფორუმზე კონკურსია და აი ამ კითხვებზე პასუხები ხომ არ იცით? ძალიან მჭირდება

არ ვიცი აქ უნდა გამეხსნა თუ არა, უბრალოდ ჭკვიანი ხალხი შემოდის აქ და იმიტო გავხსენი

1) "მხოლოდ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას შეუძლია უზრუნველყოს ადამიანთა თავისუფალი არსებობა" - წერდა ის თავის წიგნში, რომლის სახელწოდება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ თითქმის არცერთ ჩვენგანს არ წაუკითხავს. ამ დოქტრინაზე დაყრდნობით მან წამოიწყო მორიგი ომი.
დაასახელეთ ეს წიგნი.
2) ერთ-ერთი მეცნიერ-გეოლოგის ციტატა: "დედამიწა შეიძლება შევადაროთ სახლს, რომელსაც სქელი ქვის კედლები და ცოტა ფანჯარა აქვს”.
რას გულისხმობდა გეოლოგი ფანჯრებში?
3) მისი დაბადების დღე აღინიშნება 29 აპრილს. იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თავისი სილამაზის, ტალანტისა და "სახიფათო ფიქრების" გამო. ოსკარების ერთ-ერთ დაჯილდოებაზე დარბაზი მას ფეხზე ადგომით შეეგება. მეტიც, მამაკაცები აღფრთოვანებულები უმღერდნენ ცნობილი ჯგუფის ერთ-ერთ კომპოზიციას, რომელიც მსოფლიოს ჯორჯ მარტინის წყალობით მოევლინა. daasaxeleT es pirovneba.
4) ერთი ინგლისელი კონტრაბანდისტი მეტად საინტერესო ფაქტის გამო გადაურჩა იამაიკის ციხეს. მისმა ადვოკატმა დაარწმუნა მოსამართლე, რომ ბრალდებულს გააჩნია განსაკუთრებული თავისებურება, რის გამოც მას კანონით ვერ დააპატიმრებდნენ, რადგან "ასეთებისთვის" იამაიკაზე ციხე არ არსებობდა. ამავე თავისებურებით ხასიათდებოდა ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი.
ყურადღება, კითხვა: დაასახელეთ ამ პერსონაჟის მშობლები.
5) რამდენიმე წლის წინ ტაილანდში, წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდა საოცარი სანახაობა, რომელიც შევიდა კიდეც გინესის წიგნში. მასში მონაწილეობდა ათასზე მეტი ადამიანი. მათ ამის შესაქმნელად გამოიყენეს 1200 ლიტრი ზეთი, 400 ლიტრი რძე, 35 ლიტრი თევზის სოუსი, 8 ლიტრი ლიმონის წვენი და თითქმის 21,000 ....
რა?
6) ეს გამოცემა 50-იანი წლებში შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში დაარსდა. მას დაახლოებით 20-მდე ქვეყანაში კითხულობენ, 4.6 მილიონიანი ტირაჟით. 130-დან 50 გვერდი ეთმობა რეკლამას, 10 - ლიტერატურას (სტატიებს), შეიცავს ასევე ინტერვიუებს, სხვადასხვა გასართობ ახალ ამბებს, ტესტებს, გამოკითხვებს. Me ar gekiTxebiT romel gamocemazea saubari, Tqven unda დაასახელoთ რას აქვს დათმობილი დანარჩენი 20 გვერდი?
7) გეშინიათ გველების? სიმაღლის? სიკვდილის? პატარა მწვანე ამფიბიების? “es” aris მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფობიის წარმომშობი (სხვათაშორის, მეც მაქვს ეს ფობია). დაიხმარეთ აგრეთვე ამერიკელი კინორეჟისორი ფრენკ მარშალი და მითხარით რა არის “es” ?