#12465681 · 2 Feb 2009, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინვესტიციო კომპანია ძალიან ფართო ცნებაა, ფილოსოფიურად თუ მიუდგები ყველა ბიზნესი საინვესტიციო კომპანიაა, ისე კი ზოგადი ტერმინია დილეტანტებისთვის. საინვესტიციო კომპანიის არსი იმაში მდგომარეობს რომ აკეთებს ინვესტიციას სხვადასხვა კომპანიებში პირდაპირ კაპიტალში ან პორტფელურად (აქციების შესყიდვის გზით), ანშეიძლება სხვადასხვა აქტივებში. მუღამი ისაა რომ თვითონ ეს კომპანია არ მართავს ამ ინვესტირებულ კომპანიებს, არამედ მასშტაბურად ერევა სტრატეგიულ საკითხებში როგორც ერთერთი (სავარაუდოდ) მსხვილი აქციონერი.
| QUOTE | | საიდან მოაქვთ ეს ბიზნესში ჩასადები ფული ? სხვის ფულს დებენ თU უშუალოდ დამფუძნებლები ანაწილებენ ფულს? |
არსებობს კერძო შედარებით მარტივი სტრუქტურის სკ-ები (სადაც რამოდენიმე კერძო დამფუძნებელი და მათივე ფულია), და უფრო რთული და კომპლექსურები მაგალითად როგორც განვითარებულ ბაზრებზეა mutual fundები (სადაც დამფუძნებლები და ინვესტორები შეიძლება სხვადასხვა და უამრავი ხალხი იყოს) (რომლებიც კიდე ბევრ კატეგორიად იყობა), სადაც მფლობელობა, შვილობილი და მშობელი კომპანიები, დივიდენდები, რედემპშენი, მენეჯმენტი, feeები და ასე შემდეგ ძალიან რთულად არის სტრუქტურირებული. ამ თემაზე ბიბლიოთეკები არსებობს და აქ პრინციპში აზრი არ აქვს ამის განხილვას. საქართველოში მსგავსებია: გალტ&ტაგგარტ კაპიტალი (საჯარო), საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (კერძო)
პ.ს. თემა ბიზნესს და ეკონომიკას უფრო ეხება
|