ნესტორიანიზმის სავარაუდო სათავედ ითვლება არიანელთა წინააღმდეგ არსებული დავები. რადგან ნიკეის კრებაზე იესოს ღმერთობა გადაწყდა, ეპისკოპოსებმა მიმართეს ახსნას თუ როგორ იყო იესო თან ადამიანი და თან ღმერთი... აპოლინარიუსმა თავის დროზე თქვა, რომ იესოს ადამიანური სხეული და ტვინი ჰქონდა, მაგრამ არა სული... წმინდანებმა მათი პოლემიკის დროს, იესოს არაღვთაებრივი მაჩვენებლები მის ადამიანურ ბუნებას მიაწერენ, რის გამოც ეს უფრო მძაფრად მოგვიანებით ჩამოყალიბდა უკიდურესობად... ამ ყველაფრის დამწყებად ითვლება დიოდორე, ტარსის ეპისკოპოსი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კონტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე, ნიკეის კრედო აღიარა და იმპერატორისგან "რწმენის ჩემპიონი"-ს წოდება დაიმსახურა... მისი მოსწავლე იყო თეოდორე მოფსუესტიელი, უკიდურესად განათლებული ეპისკოპოსი, წმინდა იოანე ოქროპირის ახლო მეგობარი...
თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, მისმა ძმისშვილმა ნესტორმა, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, უკვე საჯაროდ თქვა, რომ მარიამი, ღვთის კი არა ქრისტეს(ადამიანური ბუნების) მშობელი იყო... რადგან ღმერთს მშობელი არ ყავს, ის მარადიულია... წმინდა კირილემ 12 ანათემა შეადგინა ნესტორის წინააღმდეგ, თუმცა თეოდორე(მოიხსენია როგორც "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი") ანათემის გარეშე დატოვა, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა...
ეხლა კი ნახეთ ეპისკოპოს თეოდორეტის(თეოდორეს მოსწავლის) პასუხი წმინდა კირილეს ანათემებზე, ამით გაერკვევით მათ ზოგად არგუმენტებში:
წინააღმდეგ II ანათემისა.—ჩვენ ვუჯერებთ წმინდა გარდამოცემასა და სწავლებას მოციქულების და ვაღიარებთ ერთ ქრისტეს; ასევე ვაღიარებთ მას ღმერთად და კაცად. მაგრამ ჩვენ არაფერი გვსმენია ჰიპოსტასთა შეერთებაზე რადგან ეს შორს დგას წმინდა წერილისგან და მამებისგან ვინც იგი განმარტეს. და თუ ამ ანათემის ავტორი გულისხმობს ჰიპოსტატთა შეერთებას, ხორცისა(ადამიანურისა) და ღვთაებრივისა, მაშინ ამ წინადადებას მთელი მონდომებით შევეწინააღდეგებით, რადგან ეს არის ღვთისგმობა. თუ მართლა მოხდა ამგვარი შეერთება, მაშინ თითოეული ბუნების ინდივიდუალობა დაკარგულა.
რადგან თუ მოხდა შეერთება, მაშინ ღმერთი ღმერთად აღარ დარჩენილა და არც ტაძარი(სხეული) დარჩა ტაძარი(სხეული); მაშინ ტაძარი იყო ღმერთი და ღმერთი ტაძარი. არადა ნათელია თუ რას ეუბნება იესო ებრაელებს: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას." თქვენი ლოგიკით მას ასე უნდა ეთქვა: "დამანგრიეთ და სამ დღეში ისევ ავშენდები." ეს მაშინ - თუ იქნებოდა შეერთება და არევ-დარევა(დომხალი)...
წინააღმდეგ III ანათემისა.— ჰოდა ამ თეოლოგიის პროფესორებს ვეკითხებით თუ როგორ აპირებენ ერეტიკოსთა ღვთისგმობაზე წინააღმდეგობის გაწევას, როცა ღვთის სიტყვას მიაწერენ მის მიერ ადამიანურ სიტყვებს. ამითი ხომ ისინი აკნინებენ ღვთის ძეს, აღიქვამენ რა მას ქმნილებად და მოსამსახურედ. მაშ ვისთვის ვამბობთ ამ სიტყვებს, რომ ღვთის ძე არის თანამარადიული მამისა, შექმნელი ყველაფრისა, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, სიბრძნე, და შემდეგ ვამბობთ რომ ეს სიტყვები მან ღვთაებრივი ბუნებით თქვა: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?' ან, 'მამაო თუ შესაძლებელია ამაცილე ეს სასმისი.', ან 'იმ ჟამისა არავინ იცის, არც ძემ, თუ არა მამამ.' და ყველა სხვა მუხლი, სადაც მასზე როგორც დამცირებულზე საუბრობენ მოციქულები? ან ვის მივაწეროთ დაღლილობა და ძილის სურვილი? ან ვინ ითხოვდა ანგელოზთა დახმარებას? როგორ შეიძლება სიბრძნეს უგუნურება მივაწეროთ? ან როგორ იქნებოდა მართალი იმის თქმით რომ რაც მამას აქვს მასაც აქვს და მამის ცოდნა არ ჰქონდეს? ხომ ამბობს: 'მხოლოდ მამამ იცის იმ დღეზე."
წინააღმდეგ X ანათემისა. — და შემდეგ, მოციქული პავლე წერს: 'როგორც აარონი, ისევე იყო ქრისტე.' და შემდეგ, ამ ბუნების სიმდაბლის აღნიშვნის დროს ამბობს: 'რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა.' მაშ ვინ იყო გასრულყოფილებული და ვის არ ჰქონდა სრულყოფილი ბუნება? ვინ ისწავლა მორჩილება ტანჯვით და ვის არ ჰქონდა მორჩილება მანამდე? ან ვინ ცხოვრობდა ღვთის შიშით, ვინ იტირა ბევრი, რადგან თავისი თავის შველა არ შეეძლო? არა, ღვთის სიტყვამ არა, რომელიც არის უცვლელი და მარადიული...
აბა რას ფიქრობთ...

დაწერეთ თუ წაიკითხავთ ამას და რამე აზრი გაგიჩნდებათ...

)))
This post has been edited by OtherguyL on 14 Feb 2011, 06:17
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.