სხვადასხვა ვიზას სხვადასხვა დოკუმენტები ჭირდება. მოიძიე ინტერნეტში ინფორმაცია იმის მიხედვით რა ვიზაც გინდა. საელჩოს საიტზე შედი და ნახე როდის შეგიძლია შეხვედრის დანიშვნა და დანიშნე. რაც შეეხება თვითონ ვიზის ინტერვიუს, ელჩთან არ მიდიხარ, ვიზის ოფიცერთან მიდიხარ. თუ ტურისტულ ან სტუდენტურ ან სხვა არასაიმიგრაციო ვიზაზე აკეთებ აპლიკაციას, ინტერვიუს დროს უნდა დაანახო ვიზის ოფიცერს რომ დროებით მიდიხარ ამერიკაში, მაგალითად თუ აქ სამსახური გაქვს, ბინა ან მსგავსი, ნაკლები შანსია რომ ჩათვალოს ვიზის ოფიცერმა რომ იქ დასარჩენად მიდიხარ. ზოგადად ამერიკის კანონით ვიზის ოფიცერი ვალდებულია უარი გითხრას არასაიმიგრაციო ვიზაზე თუ თვლის რომ შენ უკან არ დაბრუნდები. მეტი ინფორმაცია ზოგადა ვიზებზე აქ:
https://travel.state.gov/content/travel/en/...sa-denials.html