#53796876 · 18 Nov 2018, 16:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი გქონდათ თუ არა ეს თემა აქ.
ვისაუბროთ ამ თემაზე. რაში მდგომარეობს ფილოსოფიის კვანტიფიკაცია. როგორ აღვიქვათ ახალი პარადიგმა, ახალი რეალობა, ახალი საფეხური კაცობრიობის ევოლუციაში. როგორ გავაერთიანოდ ფილოსოფია, თავისუფალი მეცნიერება და სულიერება და შედეგად ჩამოვაყალიბოთ ახალი კოსმოცნობიერება/კოსმომხედველობა. კვანტური ფილოსოფია იგივეა რაც კვანტური ფიზიკის აღქმა ფილოსოფიურად.
კვანტური ფიზიკა გვიხსნის რანი ვართ. საიდან ომვდივართ. რატომ ვართ აქ. დღეს შეიძლება ითქვას გვაქვს პასუხები კითხვებზე რომლებიც ადამიანმა ათასობით წლები ეძება. ამ შემთხვევაში, ყველაფერი იწყება ატომის შემადგენლობიდან და მისი სტრუქტურით. გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ შედგება ატომებისგან, ამავე დროს ატომი 99,9999999% ცარიელია (ელექტრონების ორბიტიდან პროტონ/ნეუტრონამდე) და ეს სიცარიელე სინამდვილეში არ არის ცარიელი არამედ არის ენერგიით სავსე. შესაბამისად ჩვენ და ყველაფერი ის რაც ჩვენს გარშემოა არის ენერგია. ხომ ასეა? ეს რეალობა რაშიც ვართ დღეს არ არის მყარი რეალობა. ეს არის ჩვენი აღქმა გარკვეული სიხშირეებისა ამ შემთხვევაში მესამე განზომილების ფარგლებში. არის ტოტალური ცნობიერება, რომელშიც მდებარეობს კაცობრიობის მაკრო ცნობიერება და კაცობრიობის მაკროცნობიერებაში შენი და ჩემი ცნობიერება. ჩვენ ვართ გადამცემი და მიმღები ერთდროულად. მთელი ჩემი როგორც ცალკეული ინდივიდის ისტორია, გამოცდილება და ცოდნა ინახება კაცობრიობის მაკროცნობიერებაში რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ტოტალულ ცნობიერებასთან რაც აერთიანებს სამყაროში არსებულ ტრილიონობით ცივილიზაციას. ამიტომ, როდესაც ბავშვი იბადება მან იცის ქვეცნობიერად რომ ვარდი ლამაზია მიუხედავად იმისა რომ მას ვარდი არასოდეს უნახავს. მან ეს იცის იმიტომ რომ როგორც ადამიანს წვდომა აქვს კაცობრიობის მაკროცნობიერებასში სადაც ინახევა მთელი ინფორმაცია. მაგრამ არსებობს ვარდი სინამდვილეში და ლამაზია ის? ამ შეკითხვაზე გვცემს პასუხს კვანტური ფილოსოფია კვანტური ფიზიკის დახმარებით. სინამდვილეში ვარდი როგორც მატერია არ არსებობს ისეთად როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მას. ის არის შედეგი ჩვენი მატერიალური ტვინის მთავარი ფუნქციის ანუ თარჯიმნობისა. ჩვენი ტვინი თარგმნის გარკვეული სიმკვრივისა და სიხშირის ენერგიას და შედეგად აღიქვამს მას როგორც ვარდს. რეალობა რომელშიც ვართ არის ჩვენივე შექმნილი. იმას რასაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ ანუ ტოტალუ უნივერსსალურ ცნობიერებას აქვს დაუშრეტელი ტენდენცია იმისა რომ გაიცნოს საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა პერსპექტივით, სხვადასხვა სახით. ამიტომ ის უმაღლესი განზომილებებიდან ჩამოდის დაბალ განზომილებებში როგორიცაა ჩვენი მესამე განზომილება და ხორციელდება როგორც მე, შენ, ჩვენ, ვარდი, სახლი, ეს კლავიშები რითიც ეხლა ვწერ და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც არის რაც არსებობს არის ეს ტოტალური ცნობიერება და ჩვენ ვართ მისი ანარეკლი. თუ გნებავთ ამ თემებზე ვისაუბროთ ამ თემაში.
სალამი.
|