საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს
30 იანვარი 2009
თბილისი , საქართველო - საქართველოს პრეზიდენტის ოპონენტებმა ხუთშაბათს, რუსეთთან აგვისტოს ომის ფონზე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს და მომავალ თვეებში საპორტესტო მოძრაობით დაემუქრნენ.
ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრის წარმომადგენლებმა - მათ შორის პროდასავლელი პრეზიდენტის ყოფილმა მოკავშირეებმაც - ხელი მოაწერეს მიმართვას, რომელშიც მის გადადგომას და სტრატეგიული მდებარეობის მქონე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
დამამცირებელი ომის შემდეგ, რომელმაც საშინლად დააზარალა საქართველოს ინფრასტრუქტურა, ათობით ათასი ადამიანი ლტოლვილად აქცია და განამტკიცა რუსეთის ძალაუფლება ორ სეპარატისტულ რეგიონზე, განცხადებაზე ხელმოწერის ცერემონია სააკაშვილის წინააღმდეგ მზარდი ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი ბოლო ნიშანია.
”ჩვენ გაგვაერთიანა საერთო საჭიროებამ - ჩვენ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ” - განაცხდა დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მათი მეთოდები კონსტიტუციური და მშვიდობიანი იქნება.
დანარჩენ ხელმომწერ პარტიათა შორის იყვნენ სალომე ზურაბიშვილის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პარტია და პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ვარდების 2003 წლის რევოლუციის დროს სააკაშვილის მოკავშირის, პარტიაც. სააკაშვილი ხელისუფლებაში სწორედ ამ რევოლუციის შედეგად მოვიდა და ახლა ნინო ბურჯანაძეს მის ყველაზე შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.
სააკაშვილის მმართველობისას დაიწყო ეკონომიკური ზრდა, ის ცდილობდა რუსეთის ორსაუკუნოვანი დომინირების შემდეგ მისი გავლენის შესუსტებას, ევროპისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატების კეთილგანწყობის მოპოვებას. მაგრამ მან შეაშინა ქართველები და მოკავშირეთა მხრიდან გაუცხოება გამოიწვია, როდესაც 2007 წელს ძალადობრივად ჩაახშო დემონსტრაციები და გამოამჟღავნა ის, რასაც ოპონენტები გამოკვეთილ ავტორიტარულ თვისებას უწოდებენ.
სანამ ქართველები აგვისტოს ომის დროს თავისი ლიდერის გარშემო რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ბევრი სააკაშვილს იმაში სდებდა ბრალს, რომ შევიდა კონფლიქტში, რომელშიც პატარა ქვეყანა ვერ გაიმარჯვებდა.
სააკაშვილი ამომრჩეველთა გულის მოგებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების პირობით ცდილობდა და ახლა მას იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ომმა ეს მიზანი კიდევ უფრო მიუწვდომელი გახადა, რადგან ის ტერიტორიებიც კი, რომლებსაც კონფლიქტამდე ქართველები აკონტროლებდნენ, ახლა სეპარატისტებს და მათ მოკავშირე რუსებს ჩაუვარდათ ხელში.
რუსეთმა ომის შემდეგ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც მისი ურთიერთობა დასავლეთთან ”ცივი ომის” შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. მოსკოვმა თითოეულ რეგიონში ათასობით ჯარისკაცის დატოვების პირობა დადო.
საქართველო კასპიის ზღვიდან მომავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტის საკვანძო მარშრუტზე მდებარეობს, რამაც ის რუსეთსა და აშშ-ს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში სამიზნედ აქცია.
სააკაშვილის ოპონენტთა უმეტესობა იზიარებს მის პროდასავლურ პოზიციას, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებს ავნო, როდესაც ვერ მოახერხა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.
http://www.iht.com/articles/ap/2009/01/29/...-Opposition.php=======
საქართველოს ლიდერს გადადგომას სთხოვენ
ოლესია ვართანიანი და ელენ ბარი
30 იანვარი 2009
თბილისი - საქართველოს დაფანტულმა ოპოზიციამ, რომელიც ხუთშაბათს შეიკრიბა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
განცხადების მხარდამჭერთა შორის იყვნენ, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია. ნინო ბურჯანაძე ”ვარდების რევოლუციის” დროს , რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, მისი პარტნიორი იყო, ხოლო ირაკლი ალასანიამ ახლახანს დატოვა გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა.
რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ, იმპიჩმენტს და ვადამდელ არჩევნებს სპორადულად მოითხოვდნენ, მაგრამ არ არსებობდა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტის ჩამოგდება უნდათ. ხუთშაბათის განცხადებამ რადიკალური მოთხოვნების გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის უფრო ფართო კოალიციის არსებობა წარმოაჩინა.
”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სამი თვის წინ პრეზიდენტის გადადგომას მხოლოდ მისი პარტია მოითხოვდა.
”დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა” - განაცხადა მან - ”ყოველდღე სულ უფრო მეტი ადამიანი და პოლიტიკოსი აცნობიერებს, რომ მას არა აქვს კრიზისის გადალახვის უნარი, რომ ყველა შეცდომაზე საქართველოში ის არის პასუხისმგებელი და უნდა გადადგეს”.
საქართველოს გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დარტყმა მიაყენა და ამავე დროს სააკაშვილის პოლიტიკური მეტოქეები მას სასტიკად აკრიტიკებენ რუსეთთან კონფრონტაციაში ქვეყნის შეყვანის გამო. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი სულ უფრო ავტოკრატული ხდება და ის სულ უფრო არატოლერანტულია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.
http://www.nytimes.com/2009/01/30/world/eu...?_r=1&ref=worldქართული ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს
მეტ რობინსონი, მარგარიტა ანთიძე
29 იანვარი 2009
საქართველოს ოპოზიციამ, მისთვის იშვიათად დამახასიათებელი ერთიანობით, ხუთშაბათს ერთობლივი განცხადება გაავრცელა - მათ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანაში დასდეს ბრალი და მისი გადადგომა მოითხოვეს. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შარშანდელ ომში მისი რუსეთთან სამხედრო მარცხის პოლიტიკურ შედეგებს ეყრდნობიან, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დეფიციტს მკაფიო ხელმძღვანელობასა და ძლიერ ლიდერში განიცდის.
დაახლოებით თორემტამდე ოპოზიციური პარტია ხელს აწერს დეკლარაციას, სადაც სააკაშვილს გადადგომისკენ და თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
”მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, ხელისუფლებაში ხუთ წლიანი ყოფნის განმავლობაში ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა,” ვკითხულობთ დეკლარაციაში.
”საქართველოს ყოველი მოქალაქის პატრიოტული ვალია, გააკეთონ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი იმისთვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა ეს მთავრობა, ყველა კონსტიტუციური საშუალების გამოყენებით, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს.”
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2013 წელს უნდა გაიმართოს. სააკაშვილმა ვადამდელ არჩევნებზე უარი განაცხადა, უარყო რა ოპოზიციის ბრალდებები, რომ მან წამოიწყო ომი, რომლის მოგების შანსიც საქართველოს არ გააჩნდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოში ხუთდღიანი ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც რუსულმა არმიამ პრო-რუსულ სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე ქართულ თავდასხმას უპასუხა. სამხრეთ ოსეთი თბილისის მმართველობას 1990-იანების დასაწყისში გამოეყო.
რუსეთის ჯარი
მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. რუსეთმა ორივე რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა.
დაახლოებით 20 000-მა ქართველმა საკუთარი სახლი დაკარგა. ზოგიერთს სამხრეთ ოსეთში დაბრუნების ეშინია, სხვებს სახლები უბრალოდ აღარ დარჩათ იქ ოსური მილიციის ქმედების გამო.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დრამატულად შენელდა ომის შემდეგ, რადგან იმავდროულად გლობალური ფინანსური კრიზისიც დაიწყო.
სააკაშვილი ამბობს, რომ ის სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების სეპარატისტებისგან და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად მოქმედებდა. ოპონენტები ამბობენ, რომ ის მახეში გაება.
ომის შემდეგ განახლდა სააკაშვილის კრიტიკა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნაში დემოკრატიის ხარისხის შემცირების გამო. ის ხელისუფლებაში 2003 წლის მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოვიდა.
ოპონენტები მას მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ძალაუფლების გარემოცვის ხელში კონცენტრაციაში ადანაშაულებენ.
”ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს - ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, გადარჩენა კი შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში,” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა.
სააკაშვილმა მედიისთვის ფართო თავისუფლების მინიჭების და პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვის პირობა დადო, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება მოუწევს, თუ სურს, რომ ვარდნამ სოციალური მღელვარების გარეშე ჩაოაროს.
http://www.iht.com/articles/reuters/2009/0...-OPPOSITION.phpსააკაშვილმა ხუთი წლის მანძილზე მეხუთე პრემიერ-მინისტრი დაასახელა
მეტ რობინსონი
30 იანვარი 2009
თბილისი - პარასკევს, მას შემდეგ, რაც გრიგოლ მგალობლიშვილი თანამდებობაზე დანიშვიდან ხუთ თვეში ავადმყოფობის მიზეზით გადადგა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის ხუთი წლის განმავლობაში უკვე მეხუთე პრემიერ-მინისტრი დაასახელა.
სააკაშვილმა თანამდებობაზე 33 წლის ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ნიკა გილაური დაასახელა. 1 ნოემბრიდან დღემდე პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი იყო.
”ჩვენ მექანიკური გადაადგილებები განვახორციელეთ. პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, პრემიერ-მინისტრი გახდება, ხოლო მისი მოადგილე (კახა ბაინდურაშვილი) - ფინანსთა მინისტრი” - განაცხდა სააკაშვილმა კაბინეტის შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.
გილაურის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, სადაც სააკაშვილის პარტია, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა უდიდეს უმრავლეოსბაშია.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” მეშვეობით, სტაბილურობისა და რეფორმების დაპირებით ხელისუფლებაში მოვიდა, გილაური უკვე მეხუთე პრემიერ-მინისტრია.
ცვლილება სამთავრობო რყევებზე მიანიშნებს იმ ქვეყანაში, რომელიც აგვისტოში რუსეთთან ომმა შეაზანზარა. მაშინ მოსკოვმა დამანგრეველი კონტრშეტევით მოიგერია საქართველოს სამხედრო თავდასხმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე.
”ჩვენ სამხედრო შტაბივით უნდა ვიმუშავოთ” - განაცხადა სააკაშვილმა - ”ჩვენ დღე და ღამე უნდა გავასწოროთ იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ჩვენი ეკონომიკა გადავარჩინოთ”.
35 წლის მგალობლიშვილმა გადადგომა თავის სუსტ ჯანმრთელობას დააბრალა. ის გერმანიაში თირკმელების სამკურნალოდ იყო ჩასული.
”ექიმების თქმით, მე კიდევ ორი თვის განმავლობაში ვსაჭიროებ ინტენსიურ მკურნალობას”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე - ”საქართველო თავის თავს ნებას ვერ მისცემს ისეთი პრემიერ-მინისტრი ყავდეს, ვინც სათანადო ფორმაში არ არის”.
მან მადლობა გადაუხადა სააკაშვილს და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს მისი მხარდაჭერის მიზეზი. ქართული მედია იტყობინებოდა, რომ მგალობლიშვილსა და სააკაშვილს შორის არსებობდა მზარდი უთანხმოება და სააკაშვილი სულ უფრო უკმაყოფილო იყო პრემიერ-მინისტრით.
ქართული და რუსული მედია იმასაც იტყობინებოდა, რომ სააკაშვილმა მგალობლიშვილს შეკამათების დროს გაარტყა.
სააკაშვილმა საჯაროდ ეს ფაქტი უარყო და პასკევს მგალობლიშვილმაც განაცხდა: ”პრეზიდენტმა ამაზე დეტალური კომენტარი გააკეთა და, არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთება მჭირდება”.
მიუხედავად ამისა ცვლილებამ სააკაშვილის მმართველობის სტილისადმი ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. მისი ოპონენტები სააკაშვილს ავტოკრატულ მიდრეკილებებში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ სწორედ ამ თვისებებმა განაპირობეს მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ძალაუფლების კონცენტრირება ვიწრო წრეში.
სააკაშვილის კრიტიკა უფრო ინტენსიურად აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაისმის, ოპონენტები სააკაშვილს იმაში სდებენ ბრალს, რომ საქართველო შეიყვანა ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორივეში ათასობით ჯარისკაცი დატოვა.
ხუთშაბათს თორმეტადმდე ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა ერთობლივი დეკლარაცია და სააკაშვილს გადადგომა მოსთხოვა. სააკაშვილმა გადადგომა გამორიცხა.
http://www.kyivpost.com/world/34536--------------------------
ყველა ამ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთმა აღკვეთა ჩვენი უკანონო იერიში ცხინვალში
This post has been edited by DD&DD on 3 Feb 2009, 13:29