"ქვაკუთხედი" — ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი N8 (27), სექტემბერი, 2008. გამოდის რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, იობის ლოცვა-კურთხევით, გამომცემლობა "აცხოვნე სული შენი".
"უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის მიუხედავად, რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ... სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?"
"რუსეთს როგორც ლანძღავდა ჩვენი ხელისუფლება და მისი ქვეშევრდომი მედია, ამის მეასედი რომ აშშ ეკრიტიკებინათ, მიწის პირისაგან აღგვილი ვიქნებოდით ალბათ უკვე... მსოფლიო ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი".
"იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და "ბუჩქების" იდეოლოგიას?!".
ნოდარ ლადარია იხ.
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...8&info_id=45325
This post has been edited by Udu Wudu on 3 Feb 2009, 13:15