ალბათ ამ განყოფილებაში არაერთხელ დაიწერა იმის თაობაზე, რომ 3 კომპანიას, სააფთიაქო ფირმებს, პსპ-ს და ქავერს და სამშენებლო ფირმა ბლოკ ჯორჯიას გადაეცა სავაადმყოფოები პრაქტიკულად უსასყიდლოდ.
გახმაურებული მიზეზი ხელისუფლების მიერ გასხვისების იყო შემდეგი, რომ უნდა ჩადებულიყო საავადმყოფოებში ინვესტიციები და უნდა მომხდარიყო მათი კათილმოწყობა. უნდა მომხდარიყო თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და შესაბამისად გაზრდილიყო მომსახურების დონეც. რა თქმე უნდა ის ფაქტი, რომ მოხდემოდა ფასების ზრდაც და ჩვენი მოქალაქეების 80%-ის ჯიბე ვერ გასწვდებოდა, ამაზე არავის უნერვიულია.
მას შემდეგ უკვე 2 წელი გავიდა(თუ მეხსიერება არ მღალატობს) და საავადმყოფოების მხოლოდ ნაწილის ფასადური გაუმჯობესების გარდა არაფერი შეცვლილა გაუმჯობესების მხვრივ. სამაგიეროდ შეცვალა ის, რომ გაიზარდა მომსახურების ფასები და პრაქტიკულად მხოლოდ ამ სააფთიაქო კომპანიების მიერ შემოტანილი წამლების მიღების უფლება აქვს ქართველ მომხმარებელს.
ანუ საავადმყოფოებში და სამკურნალო დაწესებულებებში ექიმი რეცეპტში პაციენტ უწერს მხოლოდ პსპ-სა და ავერსში გაყიდვაში მყოფ პრეპარატებს, რომელთა ღირებულება აცილებით მაღალია, ვიდრე სხვა აფთიაქებში გაყიდვაში მყოფი ანალოგიური შემცველობის და ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალებები. ამის მაგალითები თავზე საყრელადაა.
გარდა ამისა აღინიშნება უცნაური ტენდენცია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოხდა სამკურნალო საშუალებების ფასების ზრდა. ზოგიერთი პრეპარატების ფასები 3-ჯერ, ზოგიერთის კი 5-ჯერ გაიზარდა. ეს იმ დროს, როცა მწარმოებელ კომპანიას ფასი ბოლო 15 წელია არ შეუცვლია. მაშ რა არის მიზეზი?
მიზეზი მარტივია. მონოპოლიზირებულია ჯანდაცვის სფერო და შეუძლებელია რაიმე ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარიც კი. ხდება ფასების ხელოვნური ზრდა.
სამკურნალო საშუალებებს ქართველი მომხმარებელი მინიმუმ 3 - 4-ჯერ ძვირად ყიდულობს. მოგება ამ სფეროში მინიმუმ 300%-ია. უფრო გასაგბად რომ ვიმსჯელოთ, მაგალითისთვის თუ აფტიაქის ნავაჭრი შეადგენს დღიურად 1000 ლარს, მოგების წილი 700-800 ლარია. ანუ ყოველი ჩადებული 200-300 ლარით 700ლარ მოგებას იღებენ ქართველი ხალხის ხარჯზე. ალბათ მათი ყოველდღიური ხარჯიც დაემატება და სადღაც ნავაჭრის 60% მოგების სახით დარჩებათ(ყველაზე ცუდ ვარიანტში)
ჯანდაცვის სფერო განეკუთვნება ჰუმანური კუთხით მეტად დატვირთულ სფეროს და აქ ხალხის ხარჯზე გაომაძღრობამდე გამდიდრება მხოლოდ უდიდეს უსინდისობაზე მიანიშნებს. ეს არ არის კომპიუტერული ან ტურიზმის სფერო, რომ ფუფუნების მოყვაეს ფული დავახარჯინოთ და საკუთარ სინდისთან სუფთად დავრჩეთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორი მონსტრი კომპანიის აფთიაქი საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 250-ია და მათი საშუალო დღიური ნავაჭრი 3000 ლარია, გამოდის რომ ეს მონოპოლიზირებული სისტემა ყოველწლიურა ქართველი მომხმარებლის ჯიბეს სერიოზულად ასუფთავებს.
შეიძლება დაახლოებით გამოთვლაც:
1 დღ 250X3000=750 000.
წლიურად ეს თანხა მინიმუმ 365-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 270 მილიონი გამოვა. ხოლო ამ თანხის 60% 162 მილიონია. ეს თანხა ქართველი ავადმყოფებისგან ილექება ამ მონსტრების უკან მდგომთა ჯიბეში. ამ აფთიაქების სავაჭრო სტაბილურობა ერთგვარად უზრუნველყოფილია სახელმწიფო და სამედიცინო სისტემების შეთანხმებული მუშაობით.
იმ პირთა დასახმარებელი თანხები, რომელთაც ეკონომიურად სუსტი ოჯახებიდან არიან და ეკუთვნით გარკვეული ფასდაკლება, უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ ამ კომპანიებში. ანუ შეღავათებით სარგებლობის პროგრამებში მონაწილე ხელმოკლე მოქალაქეები პრეპარატებს ყიდულობენ ამ კომპანიებში. ხოლო იმ დაკლებულ ფასებს უნაძღაურებს ბიუჯეტი.
ანუ გარანტირებული ვაჭრობაის ერთი წყარო დვასახელეთ.
მეორე წყარო არანაკლებ მასშტაბურია.
იმ შესყიდული საავადმყოფოების მედპერსონალი ავტომატურად გახდნენ ამ კომპანიის მიერ დაქირავებულ ხალხად

განა ისინი რომელიმე იმ პრეპარატს გამოუუწერენ პაციენტს, რომელიც ავერსის და პსპ-ს აფთიაქებს გარეთ იშოვება? იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტთა 80% სამკურნალო პრეპარატებს ექიმის დანიშნულებისამებრ ყიდულობენ (ისე ყვალა პაციენტი ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ ჩვენთანაც?!), მათ რ თქმა უნდა პსპ-ში ან ავერსში აგზავნიან.
სააფთიაქო კომპანიების მიმართ ბევრი ითქვა, მაგრამ ალბათ საინტერესოა, როგორ მოხვდა ამათთან სამშენებლო კომპანია ბლოკ ჯორჯია.
ეს კომპანია არის შვილობილი სამედიცინო სფეროში არსებულ კომუნისტური პერიოდის ერთერთი სამშენებლო სამმართველოსი. მასი რეალური ხელმძღვანელია ბატონი ვახტანგ ჯანაშვილი. პიროვნება, რომელიც თავის შვილთან ერთად მართავს ამ მართლაც და მძლავრ კომპანიას და რომელმაც ათასი მანქანებით მოახერხა და შეისყიდა ჯანდაცვის სამმართველოს ის შენობა, რომელიც მიცკევიჩის ქუჩის ბოლოშია. 7 სართულიანი შენობის პირველი 4 სართული ეკუთვნოდა ჯანდაცვის სამმართველოს. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე განთავსებული იყო ჯანდაცვის სიტემის სამშენებლო ტრესტები და მონათესავე სხვა ორგანიზაციები. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად საკითხი დადგა იმ ზედა სართულების პრივატიზირებისა.
სწორედ აქ გამოავლინა ბატონმა ვახტანგმა თავისი ნიჭი. მასტან ბრძოლას ბევრი შეეწირა კიდეც და პრაქტიკულად მეექვსე სართულის ნახევარი დარჩა მხოლოდ რაც ხელში ვერ ჩაიგდო. იმ ნაწილის მფლობელი, ბატონი გოდერძი გრძელიშვილი მედგრად იდგა და შეინარჩუნა მისი ნაწილი, მაგრამ ამ ბრძოლაში დაავადდა და 2 წლის წინ გარდაიცვალა. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ.
როცა ბატონი გოროზია გახდა ჯანაცვის სამმართველოს დირექტორი, აღნიშნული სამმართველოს კაპიტალური რემონტიჩატარდა. არ ვიცი მოხდა თუ არა იქ კიდევ სხვა მაქინაციები, მაგრამ სულ რაღაც 2 წლის შემდეგ დაირხა ხმები, რომ აღნიშნული ფართი გაიყიდა და ისიც იმან შეისყიდა, ვინც სულ ცოტა ხნის წინ კაპიტალური რემონტი ჩაატარა ბიუჯეტის ხარჯებით.
უბრალო დამთხვევაა ხომ?
მსგავსი დამთვევები ამ პერსონის ირგვლივ არც ისე ნაკლები იქნება, მაგრამ ეს უკვე შორს წაგვიყვანს.

მაინტერესებს, რას უნდა ველოდოთ მომავალში?
აქვს კი ჩვენს ქვეყანას რამე გარანტია, რომ ხვალ იმ საავადმყოფოების დანგრავა და იქ სხვა, მეტად მომგებუიანი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება?
უკვე მოხდა საკმაოდ უცნაური პრეცედენტი. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ერთი ღამით პაციენტის გაჩერება რეანიმაციულ განყოფილებაში 500ლ გახდა, პალატაში 200.
ანუ ფასი 5-ჯერ გაიზარდა.
გადასარევია. ეს ტემპი თუ შენარჩუნდა, ავადმყოფობა გარანტირებული სიკვდილი იქნება მოქალაქეთა 80%-ისთვის
This post has been edited by everesti on 3 Feb 2009, 13:54