მეც იქ გამოვაცხვე პოსტი და რადგან დახურული დამხვდა, აქ დავპოსტავ.
მოკლედ, ჯერ კიდევ ეძიკას დროიდან სულ მესმის ერთი და იგივე - "ეს რომ არა, ვინ? ხომ დავიღუპებით?". და რაც საინტერესოა, ამას იძახის სულ ერთი და იგივე ხალხი. მაგალითად, პრაქტიკულად ეძიკას "სასტავის" დიდი ნაწილი, ვისაც ვირთხის ალღო ეყო დროზე გადმომხტარიყო ჩაძირული გემიდან, ახალ ხელისუფლებაშია წამოპლაკული. აი, უბრალო ადამიანებიც რომ ვთქვათ - ბიძაჩემი გაქანებული მიშისტია, რაც აბსოლუტურად არ უშლიდა ხელს მანამდე ყოფილიყო შევარდნაძის მომხრე და ერთი პერიოდი იმასაც კი მიმტკიცებდა ასლანა ჯობია სხვასო - ამან უკვე ბევრი მოიპარა და ვიღაცა დამშეულს კიდევ ეს ჯობია, ნაკლებს მოიპარავსო (ანუ, აღარ ახსოვდა ქართული ანდაზა - მადა ჭამაში მოდისო

).
ამასთან დაკავშირებით ვიტყვი ორ რამეს: ჯერ ეს ერთი იმ ქვეყნის დედა ვატირე, რომელიც დაიღუპება, თუ ვიღაცა გადაქსუებული თეთრი მელა, ან გალსტუკიჭამია შიზოიდი სპრინტერი არ ეყოლა ხელისუფლების სათავეში. ასეთი ქვეყანა თავისთავად დაღუპული ყოფილა და მაშინ რაღას ვჩირთი-ფირთობთ? და მეორე - რა მაინტერესებს იცით, ვისაც სააკაშვილის გადადგომა უნდა ყველა რუსეთის მომხრეა მიშისტების აზრით? ისა და, იქნება ნაბოზვარი მიშა თავითონაა შეკრული რუსეთთან? იქნება და იმიტომაც გამართა "ომი" და კაპიტულაცია გამოაცხადა 3 დღეში, რომ რუსეთისთვის ხონჩით მიერთმია ჩვენი ტერიტორიები? იქნება და იმიტომაც მოითხოვენ, მაგ კონგრესია თუ რაღაცა სირის მონაწილეები სააკაშვილის გადადგომას, რომ ეფ-ეს-ბეს დავალება აქვთ მიღებული და "პრიკრიწიეს" უკეთებენ რუსეთის აგენტს? ამაზე გიფიქრიათ?
მე არ მაინტერესებს, რამდენად ფანტასტიკურად არ უნდა ჟღერდეს ეს ვერსიები - ფაქტი, ჯიუტი რამეა. და ფაქტი იმაშია, რომ სწორედ ამ ხელისუფლების უტვინობის თუ ღალატის გამო დავკარგეთ ტერიტორიები საბოლოოდ.
ხოდა ეხლა თურმე რუსეთის შიშით ხმა ვერ უნდა ამოიღო და ქვეშაჯვია "მხედართმთავრის" გადადგომა ვერ უნდა მოითხოვო - ეგრევე თურმე რუსეთუმე ხდები. მერე რა - შეიძლება შენ ნაომარი იყო იგივე რუსებთან (მაშინ, როცა ქვეშაჯვია მხედართმთავარი ამერიკაში გაიქცა) - თუ მიშას გადადგომას მოითხოვ, ე.ი. რუსეთუმე ყოფილხარ. და ნაბოზვარი გასტუკიჭამია, უცებ რო აწია ფეხები და კაპიტულაცია გამოაცხადა 3 დღეში (!!!) - ეროვნული გმირი ყოფილა. ჩაჯმაშიც თუ აძლევდნენ გმირობას, ეს აღარ ვიცოდი.
ისე, ეს ღენიალური გეგმა, აშკარად ეტყობა ვანო მერაბიშვილის ერთუჯრედიან თავში უნდა იყოს შედგენილი - იმ მერაბიშვილის, დეენის ანალიზებს რო ატარებს, ტერორისტები მდინარეში ინახავდნენ რაკეტასო და მსგავს მარგალიტებს რომ აწვდის ხოლმე საზოგადოებას - რა ქნას უბედურმა, მეტს ვერ ქაჩავს მაგისი ტვინი და.