#12480353 · 3 Feb 2009, 21:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ აქ ვწერთ, გაგონილს, ან წაკითხულ კომენტარებს, რომელიც კომენტატორებმა, მწვრთნელებმა თუ ფეხბურთელებმა გამოთქვეს, მაგრამ ეს გამონათქვამი არარეალური და მეტად სასაცილოა:
თემას დავიწყებ და თან მაგალითიც იქნება:
“მოედანზე რიცხობრივი უთანასწორობა შეინიშნება - ფეხბურთელები ორი ორზე არიან”
”ჯეკ, რას იზამთ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ?... დარჩებით ფეხბურთში?”
”სელტიკი” ერთ დროს უახლოეს მდევარს ცხრა ქულით უსწრებდა, თუმცა, სადღაც გზაზე, გემი რელსებიდან გადავიდა და ყველაფერი უკან-უკან წავიდა”
”არ ვამბობ, რომ დავიდ ჟინოლა საუკეთესო მარცხენა ფლანგელია, მაგრამ უკეთესიც არავინაა”
”იან რაში შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ შავია”
”პროგნოზი არასდროს გამიკეთებია და არც მომავალში გავაკეთებ”
”ჯონ კლარკმა თავით შესანჳშნავი თავური გაიტანა”
”დღეს საღამოს ”ტოტენჰემი” ეცდება პირველი ლონდონური კლუბი გახდეს, რომელიც ინგლისის ასოციაციის თასს მოიპოვებს. ეს პირველად ”ტოტენჰემმა” მოახერხა 1973 წელს”
”შეხვედრა თანაბრად, ”არსენალის” უპირატესობით მიმდინარეობს”
”მერსესაიდული დერბი, როგორც ყოველთვის, 90 წუთს გრძელდება. იმედი მაქვს, დღეს რაიმე განსხვავებულს არ ვიხილავთ”
”ეს ის თამაში იყო, რომელმაც ”ევერტონის” გემი გზაზე (road) დააყენა”
”არსენალს” დიდი დროა აქვს იმისათვის, რომ დარჩენილ რამდენიმე წამსი მეტოქეს სერიოზული შტურმი მოუწყოს”
”განმეორებითმა კადრმა აჩვენა, რომ მოძრაობა გაცილებით უარესია, ვიდრე ის რეალურად მოხდა”
”4 წუთია გასული და ანგარიში უკვე 0-0-ია”
”უცნაურია, მაგრამ განმეორებითი ჩვენებისას ბურთი ჰაერში დიდხანს მიფრინავდა”
”რაც ფეხბურთელებს ვუთხარი, იმას რადიოშიც კი ვერ წაიკითხავთ”
”ფეხბურთი რომ არა, იმედგაცრუებული ფეხბურთელები ვიქნებოდით”
”ეს ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელთაც ტვინი თავში აქვთ.
”სტივ მაკმანამანი და სტივ ჰაივეი რომ შევადაროთ, საერთოს ვერაფერს ვუპოვით, ერთმანეთს არაფრით ჰგვანან. შემიძლია გითხრათ რატომაც - ისინი ცოტათი განსხვავებული არიან”
”ორი აზრი არ არის - გიგზი მეორე ბესტია. ის მეორე გიგზია”
”ჯორჯ ბესტთან ერთადერთი რამ მაკავშირებს - ჩვენ ერთსა და იმავე ქალაქში დავიბადეთ, ერთსა და იმავე გუნდში ვთამაშობდით და ერთმა და იმავე ადამიანმა აღმოგვაჩინა”
”მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2 გოლი გაიტანა”
”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი ერთი გუნდი გოლს გაიტანს, მეორეს აუცილებლად ორი დასჭირდება მოსაგებად”
--------------------
4/4 = http://forum.ge/?showtopic=34332160&view=findpost&p=28703642 თემა = NY Giants-Super Bowl XLVI Champions!
|