ნუ პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ფორუმელებო.. მოკლედ დიდი ხანია აქ აღარ დამიპოსტავს სიმართლე რომ გითხრათ არ დამჭირვებია..
მაგრამ როგორც ხედავთ კვლავ შემოვიჭერი ამ სართულზე და თქვენი რჩევა მჭირდება...
მოკლედ ერთ გოგოსთან მაქ ურთიერთობა.... აქამდე ძალიან მაგარი მეგობრული.... მე ძალიან მომწონდა ეს გოგო და იცოდა ეს მან.... ხოდა უკვე 3-4 დღის წინ ისე დამიწყო ლაპარაკი.. რომ კაცი თუ დებილი არ ხარ ეგრევე მიხვდებოდი რომ მოწონდი.. თვითონ რა თქნა უნდა არაფერს არ ამბობდა.. ნუ როგორც ყველა გოგო.. ბიჭისგან ელოდა ინიციატივას.. და უკვე გუშინ ლამის პირდაპირ მითხრა.... " მითხარი რომ მოგწონვაროო" ნუ მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი რომ ძალიან მომწონდა და რას იტყოდა თუ უფრო კარგი ურთიერთობა გვექნებოდა.. და საერთოდ რას ფიქრობდა ჩემზე..
ნუ მოკლედ მითხრა ძალიან კარგი ადამიანი ხარო.. ურთიერთობაზე ჯერ მითხრა რა ვიცი რა ვიციო.. მაგრამ მერე გამოტყდა რომ მასაც მოვწონდი.... და როცა ვკითხე რას იტყვი შევძლებთ რომ შევიყვაროთ ერთმანეტი მეთქი... მგონი შევძლებთოო... მოკლედ გუშინდელი ლაპარაკი ასე მშვიდობით და სასიამოვნოთ დამთავრდა
მაგრამ დღეს უვე ცუდად განვითარდა მოვლენები.. დილას ვნახე.... შემდეგ სკაიპშიც ვუმესიჯებდი... მაგრამ ამ საღამოს არ ვიცი რა დაემართა მესიჯი მივწერე.. და უცაბედად ძალიან ძალიან მოულოდნელი რაღაც მომწერა.. მითხრა რომ არ ვიცი მომწონხარ თუ არაო კარგი ადამიანი ხარ და შენთან მეგობრული ურთიერთობის მეტი ვერაფერი წარმომიდგენიაო... მაგრამ ეხლა თუ გინდა ეს მეგობრული ურთიერთობაც გავწყვიტოთ რადგან იმედი მოგეცი რომელსაც ვერ ავასრულებოო....
მე რა თქმა უნდა მივწერე რომ არაფერი უშლის ხელს რომ ჩვენ უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდეს მეთქი.. უბრალოდ უფრო კარგად უნდა დაფიქრდე იმაზე რომ მართლა ცოტატი მაინც თუ მოგწონვარ და მართლა ცოტატი მაინც თუ გინდა ეს მეთქი.. სხვა არაფერზე არ იფიქრო მხოლოდ ამ 2 კითხვის პასუხი ეძიე შენში მეთქი... ოღონდ გთხოვ დღეს ეხლა არაფერი მითხრა მეთქი..
მოკლედ ძალიან გთხოვთ მითხარით არასწორედ ხომ არ ვიქცევი.. ან საერთოდ რა ვუთხრა აღარ ვიცი მართლა შოკში ვარ.. ან ვაPშე რას მეტყვის რას ფიქრობთ....
რა გავაკეთო მირჩიეთ ვინმემ