ეხხლა რა ხდება...
მთელი ქუჩები მოფენილია შინაური ცხოველების ფეკალიებით...
ვისაც ჰყავს შინაური ცხოველი, თითქმის ყველას გარეთ გამოჰყავს და ქუჩები ტუალეტად გადააქციეს!
ეზოში ხშირად ისეთი შმორის სუნი დგას, რომ ფანჯრებს ვერ ვაღებ, განსაკუთრებით სიცხეში!
ქუჩები სავსეა ძაღლების ფეკალიებით, დიდი დაკვირვება მართებს ადამიანს რომ ფეხი არ ჩადგას...
რამდენჯერ ოჯახში შემოსვლისას საშინელი სუნი დამდგარა და აღმოგვიჩენია, რომ რომელიღაც შემოსულს ფეხი ცაუდგამს ძაღლის ფეკალიებში...
მიდის მერე ხეხვა და რეცხვა იატაკის, ხალიჩის და არის ერთი ამბავი...
ასეთი რამ ხშირად მეორდება, უკვე ნევროზი ავიკიდეთ.
ასკინკილით დავდივართ და თვალები ასფალტზე გვაქვს დაშტერებული - გამახვილებული გვაქვს ყნოსვა, ხშირად ვიყურებით ფეხსაცმლის ძირებზე...

კარის გაღების გვეშინია, რომ "ფეხჩადგმული" არ გაიჩითოს ვინმე...

ძალიან ბევრს ჰყავს ძაღლი...
ზოგს ორი და მეტი ჰყავს!
თითქმის ყველამ თავისი ძაღლი მიაჩვია იმას, რომ ქუჩაში გასეირნებისას უნდა "ქნას".
რა უბედურებაა, საიდან მოეთრნენ ასეთები და რა ხდება ვერ გავიგე!
არც სპეციალური ცელოფნებით დადიან - არაფერი მსგავსი!
შმორის სუნი ხომ ცალკე თემაა!
მეზობელი მყავს - 3 ძაღლი ჰყავს სახლში..
ერთად გამოჰყავს "სატუალეტოდ" და მთელი ქუჩა ნატურმორტივითაა მოხატული...
ვეუბნები არ შეიძლება ასეთქო და ქვა ააგდო თავი შეუშვირა - სხვისი ძაღლისაა ჩემი ძაღლისას ვწმინდავო!
არადა არაფერს არ წმინდავს!
მეორე მეზობელიც გამოუშვებს თავის ძაღლს და მაინცდამაინც ჩემი ფანჯრების წინ შვება...
შმორის და განავლის სუნად ყარს ეზო!
ქუჩა - ტყუალეტად გადააქციეს!
ეხლა რა ეშმაკობა ისწავლეს - დილას ძალიან ადრე დგებიან და გამოჰყავთ ძარლები მისატუალეტებლად, რომ სხვამ არ დაინახონ...
რაღაც უნდა ვიღონოთ, ასეთი ყოფა აუტანელია!
ვიღაცამ, ვისაც ეხება უნდა მიაქციოს ამას ყურადღება!
თქვენ რას ფიქრობთ?
არ დამცინოთ, ძალიან გამწარებული ვარ...

არ გაწუხებთ იგივე პრობლემა?
This post has been edited by Fabian on 15 Aug 2011, 08:03
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა