საინტერესო რამ არის, აქტუალურიც, უცნაურიცა და მომხიბლავიც

პალატაში ბევრი დრო მქონდა ამაზე საფიქრელად, ხანდახან რა კარგი რამ არის ფიქრი!
იდეისტურ აბსტრაქციაში, აგნოსტიკოსი ყველაზე მეტად ჰგავს მორწმუნეს, რამდენადაც ის შემეცნების ფორმებს არად აგდებს და სიმართლის ძიებაში მიდრეკილია ამა თუ იმ მტკიცებულებისკენ, რომელსაც საბოლოოდ კვლავ ეჭვს უქვემდებარებს და ასე გრძელდება მარადიულად, რამდენადაც შესაძლებლობები - მუდმივ თანამდგომობაშია შეუძლებლობებთან და ეს არასრულობა, ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა! აგნოსტიციზმი ეს არის სოკრეტეობა, ან გნებავთ რელატივისტობა - მინიმალური წინამძღვრებითა და მაქსიმალური ძიებით... აგნოსტიციზმი ეს არის ძიებაში დაკარგვა და ჩემგან რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ასევე ურცხვად და იდეოლოგიურად, ასოციალურად და შემფასებლურად - ეს არის კარგი!
ცხადია აბსოლუტური აგნოსტიციზმი არ არსებობს, რამდენადაც ამ უკანასკნელთ უწევთ მიიღონ საკუთარი შემეცნების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დასჯერდნენ მას, როგორც გამოსავალს.
აგნოსტიკოსებს ბევრად უფრო ვაფასებ, ვიდრე ათეისტებს - რამდენადაც მორწმუნე სწორედ აგნოსტიკოს მაძიებლად მესახება.
თუ რატომ, ამაზე შემდეგ....
ცნობილი ფორმულა, რომლითაც ჩვენი არსებობა აზროვნებით მტკიცდება, არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი რეალობისკენ მიმავალ გზაზე. ის არის ცნებების მრავალფეროვნებისა და შეკვეცის საშუალებაც, მათი დაზუსტებისა და გაცხრილვის მიზნით.
ადამიანთა პირიდან წარმოთქმული ფრაზების უმრავლესობა, ვერ ანალიზდება წარმოდგენის დონეზე და სწორედ ის არის, რასაც ყბედობას ეძახიან.
საკუთარი თავის ძიება, მიღებული რწმენით რომ ვარსებობ - დიდ ჰუმანურ ძვრებს ახორციელებს და ამის დასტურია მსოფლიოს თანამედროვე ისტორია...
აგნოსტიკოსი მეცნიერია, ის ეძებს - ის პოულობს, მოპოვებულს იყენებს და გამოყენებულს ეჭვს უქვემდებარებს და ასე დაუსრულებლივ...
აგნოსტიკოსის გზა სრულყოფილი გონების არ არსებობის პირობებში საუკეთესოა, ის ასევე ცინიკოსია, საკუთარი მოქმედებების არ ჯერა და ა.შ მოდი ვუწოდოთ მას გულწრფელიც!
თემის პათოსი არ გეგონოთ ჩემი ტრადიციული ათეისტობანას თამაში, რამდენადაც აგნოსს თაყვანსა ვცემ, თავის დროზე ჩემი მორწმუნედ გადაქცევისთვის
ერთი შეხედვით აგნოსტიკოსის გამორწმუნეობა, "არაფერ ვიცის" პრინციპზე უარის თქმაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის! რამდენადაც აგნოსტიკოსი უარს არაფერზე ამბობს, მის მაგიერ ამას სხვა აკეთებს

აგნოსტიკოსის შეხვედრა სრულყოფილ გონებასთან, სიხარულის ყველაზე სწორი სახეა - ყველაზე გულწრფელი გულში ჩაკვრა, როგორც გულწრფელად მოძრავის გულწრფელობაში დუღილი... ეს უბრალო პათეტიკა არ არის... რაციონალური გონის გვერდით, უდიდესი რეალობის აღმოჩენა რაციონალურობის საზღვრებს არღვევს და ყველაფერს უქვემდებარებს ტრანსცენდენტულ პიროვნებას... პიროვნებას რომელიც საკუთარი სისრულით შენში ახორციელებს ძვრებს, შენგან დამოუკიდებლად - შენივე, თუნდაც უნებლიე ძიებით.
მთავარია ამ გზაზე, იყო მაქსიმალურად აგნოსტიკოსი და ის გააჩენს შენში ჭეშმარიტებას - ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში.
არ ვიცი რამდენად მეთანხმება ქრისტიანობა, მაგრამ ჩემთვის პირადი მაგალითის ანალიზი მნიშვნელოვანია.
თუ აგნოსტიკოსი შეეცდება ათეისტური გავლენისგან გათავისუფლებას, ის აუცილებლად იპოვის იმას, რასაც საწყის ეტაპზე ეჭვს დაუქვემდებარებს და ამ ეჭვებს გაუქრობს.
რადგან მსვლელობა საკუთარი თავის შემეცნებისკენ, მსვლელობაა სრულყოფილებისკენ

მორწმუნეობა, მთავარი აგნოსტიკური მიღწევაა