#12501903 · 5 Feb 2009, 19:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომენტარები მთავრობა კახი კალაძის "არსენალ დეველოპმენტისთვის" საპრივატიზაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადებას არ აპირებს
თბილისი (GBC) - მთავრობა ფეხბურთელ კახი კალაძის მიერ დაფუძნებული "კალა კაპიტალში" შემავალი "არსენალ დეველოპმენტისთვის" საპრივატიზაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადებას არ აპირებს.
მთავრობასა და "კალა კაპიტალს" შორის დავა ავლაბარში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის, "არსენალის" ღირებულების გადაუხდელობის გამო მიმდინარეობს. როგორც GBC-ის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა, კანონმდებლობით მიწის ნაკვეთი კალაძის საკუთრებად არ ითვლება და შესაბამისად, მთავრობას საპრივატიზაციო ხელშეკრულის გადახედვის უფლება არ აქვს.
"კახი კალაძეს ინვესტორების მოზიდვის კუთხით დახმარება შევთავაზეთ, რომ "არსენალის" პროექტი რომელიმე უცხოელი ინვესტორის თანამონაწილეობით განხორციელდეს. ასევე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის მიმდინარე წლის ზაფხულში დაფარვა შევთავაზეთ, რაზეც ის არ დაგვთანხმდა და ვალდებულებების გადავადება 2013 წლამდე მოითხოვა", - განმარტავს ჟვანია.
"არსენალ დეველოპმენტს" საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 2008 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 931 080 აშშ დოლარის ჯარიმა ეკისრება.
მთავრობასა და "კალა კაპიტალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით თანახმად, კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველ ეტაპზე 19 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა კი 2012 წლამდე ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, მენეჯმენტს 2008 წლის 15 სექტემბრამდე 9,490 მლნ. აშშ დოლარი უნდა დაეფარა, რაც არ გადაუხდია და ეკისრება ჯარიმა, ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
პროექტის მიხედვით, კომპლექსი მოიცავს სამთავრობო და საცხოვრებელ ზონებს, საკონფერენციო ცენტრებს, ვილებს, "ა" კლასის ოფისებს და კომერციულ ფართებს, ასევე სკოლებს, საავადმყოფოებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობი ტიპის დაწესებულებებს.
სამთავრობო კომპლექსისთვის 60 ჰექტარია განკუთვნილი, რასაც კომპანია, ხელშეკრულების პირობების თანახმად საკუთარ ხარჯებით ააგებს.
--------------------
http://www.facebook.com/pages/AXIS-FANCLUB/183511865765?ref=ts
|