მართლა ჭირდება დახმარება იმ რეგიონს ზოგადად, კარგი იქნება სამოქალაქო ინიციატივები მესხეთ-ჯავახეთშიც.
რაც შეეხება ბავშვთა სახლებს, რამდენადაც ვიცი, ამჟამად მიდის ოპტიმიზაცია, ზოგი უქმდება, ზოგი ერთიანდება და ა.შ. ამიტომ ჯობს უახლესი სიები მოიძიო განთლების სამინისტორში.
უნარშეზღუდული ბავშვები და მოზარდები არიან სიღნაღთან სოფ. ქედელში. (სხვა ახლა არ მახსენდება, ეს ინფო იქნება ჯანდაცვის სამინისტროში ალბათ) მათაც არ ულხინთ . თუ გაინტერესებს შემიძლია დაგაკავშირო ადამიანს, რომელიც იქ მუშაობდა და ინფორმაციაც აქვს.
ასევე თბილისში არის ე.წ. ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც მიყავთ სულ თოთო ბავშვები და იქ იზრდებიან 3 წლამდე. მანდ არიან ჯანმრთელი ბავშვებიც და ასევე მძიმე დიაგნოზით (ცერებრალური დამბლა და სხვა) . თან ჩვილებთან ის პრობლემაა, რომ სუსტი იმუნიტეტის გამო განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ და ძალიან ადვილად ხდებიან ავად;
ერიჰაა...