ჯგუფი "Frizzy" შეიქმნა 2008 წლის სექტემბერში. ჯგუფის სულისჩამდგმელი არის ცნობილი ქართველი გიტარისტი კაკო ვაშალომიძე (ის ჯგუფის პროდიუსერიც გახლავთ)
ჟანრი: Overall Rock
სექტემბრიდან მოყოლებული ჯგუფი მუშაობდა პროექტზე, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ინსტრუმენტალური მუსიკა, ანუ ვოკალის გარეშე. იანვრის დასაწყისში ჩაიწერა პირველი CD, ამით დამთავრდა ჯგუფის პირველი ეტაპი...
ჯგუფის წევრები:
გიორგი ქითიძე არის 14 წლის მოზარდი, რომელმაც ასაკთან შედარებით ნამდვილად ბევრს მიაღწია. გიორგი არის ჯგუფის სოლო გიტარისტი და აქვს ძალიან კარგი ტექნიკა გიტარაზე დაკვრისა. გამორჩეული ინსტრუმენტი მისი შემოქმედებიდან არის Ibanez-RG370, ამ გიტარაზეა ჩაწერილი ჯგუფის პირველი ალბომი
შაკო დალაქიშვილი 15 წლის გიტარისტი, რომელიც განუყრელად გიორგისა იღებს მონაწილეობას ყველა ჩაწერასა თუ კონცერტში. ის არის საკმაოდ ტექნიკური და გამორცეული სმენის მქონე რიტმ გიტარისტი. პირველ ალბომში იყენებს Ibanez-RG370და Roytek Custom
ბექა გაბაშვილი 14 წლის ბასისტი. არის გიორგი ქითიძის კლასელი და ბავშვობის მეგობარი. უკრავენ ერთი ასაკიდან. ბექა გააჩნია ბასზე დაკვრის სასწაული ტექნიკა და შლაპ ებიც. ბირველ ალბომში ხმარობს Roytek Custom
კახა ბარნოვი 16 წლის დრამერი, არის თვითნასწავლი. ფლობს ხელების სწრაფ ტექნიკას და მის დაკვრას ამგვანებენ ბონემის ტრადიციულ ილეთებს. პირელ ალბომში იყენებს Stagg Drumset და Zildjian Cymbaals (16` fast crash; 20 custom K ride; hi-hat 14` + stagg 17 Crash)
გადმოწერეთ ალბომი
ალბათ მიხვდებოდით, რომ ჯერ დამწყებები არიან და ვიმედოვნებ კრიტიკისას ცოდა ლმობიერნი იქნებით
This post has been edited by Ustara on 5 Feb 2009, 23:23